Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს მოსახლეობის 40% ინტერნეტს სოციალური ქსელებისთვის იყენებს

თარიღი : 12-06-2016, 14:14 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-მ, რომელიც 2016 წლიდან უკვე ინტერნეტ აუდიტორიის გაზომვასაც ახდენს, ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების პრეფერენციები გამოიკვლია. კითხვაზე „რა მიზნით იყენებთ ინტერნეტს?(მნიშვნელობით პირველი მიზანი)“ სულ გამოკითხული 4400 რესპოდენტიდან, ყველაზე მეტი 26,47% აცხადებს, რომ სტუმრობს სოციალურ ქსელებს/ბლოგებს/ფორუმებს, ხოლო კიდევ 12,97% აცხადებს რომ მთავარი მიზანია სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის/ბლოგის წარმოება. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #1:

http://www.picz.ge/img/s2/1606/12/8/861881b4d629.jpg


გრაფიკზე მოცემულია ტოპ 10 პასუხი კითხვაზე „რა მიზნით იყენებთ ინტერნეტს (მნიშვნელობით პირველი)?“. როგორც გრაფიკიდან ჩანს ჯამში გამოკითხულთა 39,44%-ის მთავარი მიზანი სოციალურ ქსელებთან კონტაქტია. მეორე ადგილზეა საძიებო სისტემის გამოყენება 14,53%, ხოლო მეოთხე ადგილზეა საგანმანათლებლო ინფორმაციის მოძიება-9,06%. ტოპ 10 მიზნიდან, გამოკითხულთა მხოლოდ 3,18%-ისთვის არის ინტერნეტის მოხმარების მთავარი მიზანი ელექტრონული ფოსტის მოხმარება.

იგივე კითხვაზე „რა მიზნით იყენებთ ინტერნეტს (მნიშვნელობით პირველი)?“, რეგიონებშიც პირველ ადგილზეა სოციალური ქსელების მოხმარება. ყველაზე მეტი, გამოკითხულთა 23,08% აცხადებს რომ მნიშვნელობით პირველი ინტერნეტის მოხმარების მიზეზი არის სოციალური ქსელების/ბლოგების/ფორუმების სტუმრობა. ხოლო კიდევ 15,18% აცხადებს, რომ მათთვის მთავარია სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის/ბლოგის წარმოება. ჯამში გამოკითხულთა 38,26%-ისთვის ინტერნეტის გამოყენების მთავარი მიზეზი სოციალური ქსელებია. რეგიონებში მოხმარების მიზეზების ტოპ ათეულში მოხვდა საძიებო სისტემით სარგებლობა-10,97% და მეოთხე ადგილზეა აუდიო/ვიდეო ზარები(Skype, NetMeeting და ა.შ.)-7,97%. საგანმანათლებლო ინფორმაციის მოძიება რეგიონებში მეხუთე ადგილზეა-7,70%, ხოლო ელექტრონული ფოსტის მოხმარება, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ინტერნეტის გამოყენებისთვის ტოპ 10 მიზეზს შორის საერთოდ არ მოხვდა.
დეტალები იხილეთ გრაფიკზე #2:

http://www.picz.ge/img/s4/1606/12/6/66c08334c04a.jpg



bfm.ge


ნანახია: 942-ჯერ

მსგავსი სიახლეები
NDI-ის მიერ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრეა.
გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პარლამენტი თბილისში უნდა იყოს.
საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრების, ნათესავების ან მეგობრების მიერ გამოგზავნილი თანხა შემოსავლის წყაროდ გამოკითხულთა 14
დეფიციტის ზრდას ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა იწვევს.
გამოკითხულთა 67.31% თვლის, რომ მოქალაქეებს უსმენენ. 15.38%-ს მიაჩნია, რომ მოსმენები აღარ ხდება. ხოლო 17.31% აცხადებს, რომ
საპილოტე პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები ფართოზოლოვან ინტერნეტს მინიმალური 2 მეგაბიტი/წამში სიჩქარიდან მიიღებენ.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი