Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მართლა შეუქმნია პარტია კაცს, ნაღდ კაცს! ჩვენი 'საჯდომების' უანგარო დამცველს!'

თარიღი : 11-06-2016, 23:37 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია "ექსტრა მითი"-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკას "ჩემი აზრით". აღნიშნულ რუბრიკაში ჟურნალისტი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს იუმორისტული კუთხით შეაფასებს.

,,ეს რა გვიქენი თამაზ? რითი გავერთოთ აწი?

ამასწინათ ქუთაისელმა კაცმა, პარლამენტარმა ომარ ნიშნიანიძემ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ტელევიზიას. შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ გამოვეყო და მეჭიაურის გუნდს შევუერთდეო. გითხრათ მართალი, მაშინ ეს განცხადება სერიოზულად არ მივიღე, იმიტომ კი არა ბატონი ომარის სერიოზულობაში მეპარება ეჭვი, (მეტსაც გეტყვით მე ქუთაისში პორტის მშენებლობისაც კი მჯეროდა ცოტა ხანს) მეჭიაურის პარტია რაღაა და მისი გუნდი რა იქნება-თქო ვიფიქრე, მაგრამ მოიცა! სულო ცოდვილო... ეს რა ვნახე, მართლა შეუქმნია პარტია კაცს, ნაღდ კაცს! ქართველი გეების დაუძინებელ მტერს! ჩვენი „საჯდომების“ უანგარო დამცველს!

ერთი სიტყვით, სერიოზული საფიქრალი აქვს „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, მისი წასვლა უკვე ნაფიქრი და გადაწყვეტილი თავად მმართველი პარტიის მიერ არ იყო. თამაზ მეჭიაური ფასდაუდებელ საქმეს აკეთებდა პარლამენტში და ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში. ეს არის კაცი, რომელიც ცნობილია, რომ ვერ იტანს უხერხულ სიჩუმეებს და ამიტომ ნებისმიერ სისულელეს როშავს და აკეთებს იმისთვის, რომ სიტუაციები განტვირთოს. აწი რით გაერთოს ქართული მედია? განსაკუთრებით ტელევიზიის პროდიუსერებს მიეცათ თავსატეხი. ვინმე გულუბრყვილო მკითხველი ალბათ იმასაც მეტყვის, რომ სადაც იქნება იქედან გაგვართობსო. არ დაიჯეროთ ხალხო ეგ... აწი მაგას ვინღა აირჩევს..."

კომპანია "ექსტრა მითი" კვების პროდუქტების მწარმოებელი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ევროპული ხარისხის საწარმოა. "ექსტრა მითში" წარმოება 3 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ხორცპროდუქტები; თევზის პროდუქტები; ნახევარფაბრიკატები. კვების პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი მაღალხარისხიანი 100-მდე დასახელების ნატურალური პროდუქტით საპატიო ადგილს იკავებს კონკურენტებს შორის.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა ძვირადღირებულმა დანადგარებმა, საზღვარგარეთ კვალიფიცირებულმა ტექნოლოგებმა, საქმისადმი ერთგულმა თანამშრომლებმა, სწორად წარმართულმა საწარმოო პროცესმა და მართებულად დაგეგმილმა მენეჯმენტმა კომპანიას უმოკლეს ვადებში მიაღებინა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები, როგორიცაა: HACCP,ISO-9001, ISO -22000.(HACCP - საერთაშორისოდ აღიარებული საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის სტანდარტი; ISO-9001 საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი. ISO -22000 საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი).

აღნიშნული სერტიფიკატების საფუძველზე, „ექსტრა მითი“ შედის საქართველოს მასშტაბით კომპანიათა იმ ოთხეულში, რომლებიც საერთაშორისო ხარისხსა და სტანდარტს აკმაყოფილებს კვების პროდუქტების წარმოებაში.

პროდუქციის ხარისხზე მეტყველებს ასევე არაგენმოდიფიცირებულობის გარანტი NON GMO.

კომპანია მომხმარებლის ნდობის შესანარჩუნებლად კვლავ აქტიურად განაგრძობს არჩეული პრინციპებითა და სტანდარტებით მუშაობას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღ პროდუქტთან ერთად.

ნანახია: 3640-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ

ამინდი