Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მცირე კომპანიებს უკეთესი ხარისხის ღვინოები აქვთ, ვიდრე დიდ მწარმოებლებს'

თარიღი : 11-06-2016, 17:11 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
,,ღვინის კომპანიებს, რომლებიც მცირე მოცულობის წარმოებებს ფლობენ, უკეთესი პროდუქცია აქვთ, ვიდრე დიდ ინდუსტრიულ მწარმოებლებს,"- ეს განცხადება ღვინის ტურიზმის ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ჩუბინიძემ გააკეთა.

მისი თქმით, დღეს კომპანიებს შორის ხარისხის კუთხით კონკურენცია არსებობს, სხვადასხვა ღვინის გამოფენები, რაც ქვეყანაში ტარდება, კარგია, თუმცა იმისთვის, რომ კომპანიებმა ბიზნეს ურთიერთობების დამყარება შეძლონ, ცალკე შეხვედრების ორგანიზებაა საჭირო.

ღვინის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი ქვეყანაში ღვინის ტურიზმის გააქტიურებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სექტორში ჩართული ადამიანების გადამზადების აუცილებლობაზეც საუბრობს.

ლევან ჩუბინიძის თქმით, საქართველო არის ღვინის ტურიზმის ქვეყანა და დიდი პოტენციალი არსებობს. თუმცა იმისათვის, რომ სექტორი განვითარდეს, ბევრი შრომაა საჭირო. მათ შორის ინფრასტრუქტურის გამართვა, ხალხის გადამზადება და ეს იქნება სწორი ინვესტიცია, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს და ამ სექტორში ჩართული ოჯახებიც, მეღვინეები დარწმუნებული იქნებიან, რომ ექნებათ შემოსავალი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილის განცხადებით კი, წლიდან წლამდე ბაზარზე ბევრი ახალი მწარმოებელი ჩნდებიან, რომლებიც ცდილობენ საკუთარი პროდუქცია წარმოადგინონ, და კომპანიების რაოდენობა მზარდია სხვადასხვა გამოფენაშიც და მზარდია ქართული ღვინის ექსპორტიც. მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში 5 თვის ექსპორტის მონაცემები გახდება საჯარო, თუმცა წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ გასულ წელთან შედარებით ზრდა ფიქსირდება.



commersant.ge


ნანახია: 1595-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილზე მისულ ქართველ თუ უცხოელ დამთვალიერებელს საქართველოში არსებული სხვადასხვა ჯიშის ღვინის დაგემოვნება და მათ შესახებ
ფესტივალის მიზანია იმერული ღვინის, საოჯახო მარნების პოპულარიზაცია.
"ღვინის დღესთან" დაკავშირებით გაიშლება კარვები, რომელიც გაფორმდება ვაზის და ღვინის ამსახველი ფოტოებით. მოეწყობა და აუქციონები,
ფესტივალი, რომელიც ტრადიციულ სახეს ატარებს, მიმდინარე წელს მეოთხედ ტარდება.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა აღმოსავლეთის ინვესტირება 2 (East Invest 2) ქართველი ღვინის მწარმოებლებსა და მსოფლიოს

ამინდი