Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის პარლამენტის შენობამ ყველა ასთმით და ალერგიით დაგვაავადა"

თარიღი : 31-10-2013, 12:19 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის თანამშრომლები საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნებას მოითხოვენ. მათი თქმით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში სამუშაო პირობები არ აქვთ. უფრო მეტიც, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ შენობაში ისინი დაავადდნენ.
„ყველას ახალი დაავადებები გაგვიჩნდა. ყველას ასთმა გვაქვს. სამუშაო პირობები არ გვაქვს. ჰაერი აქ არ არის. ყველას ალერგია გვაქვს. საორგანიზაციო დეპარტამენტის 36 თანამშრომელი ერთ უფანჯრო ოთახში ვსხედვართ,“ - ამბობს მთარგმნელობითი განყოფილების უფროსი ია მირიჯანაშვილი.
როგორც პარლამენტის აპარატის თანამშრომლები აცხადებენ, მათ ქუთაისში საცხოვრებლის ფულს პარლამენტი უხდით, თუმცა პირობები არ მოსწონთ.
„ჩვენი სახლი დავტოვეთ და სხვის გაუმართავ ბინებში ვცხოვრობთ. სამუშაოზე უარი რომ ვთქვათ, ჩვენს ოჯახებს ვინ შეინახავს. ყველანი ამ ხელფასებზე ვართ დამოკიდებული,“ - აცხადებენ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები.


ნანახია: 2458-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც topnews.com.ge-სთან საუბრისას კომიტეტის აპარატის წევრები აცხადებენ, ყველაფერი 2 დღეში უნდა ჩაალაგონ და შემდეგ, აპარატურას
ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბალახს თიბავენ და ტერიტორიიდან იმ ღობეს იღებენ, რომელიც
უმრავლესობის წევრის თქმით, ბირჟა, რომელიც პარლამენტის შენობაში განთავსდება, მთელ კავკასიაში ცნობილი იქნება.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპონენტ კოლეგებს განუცხადა, რომ მათ ქუთაისში მდებარე
თბილისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. ამის შესახებ

ამინდი