Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელი არგვეთი რუბრიკაში 'ჩემი სოფელი'

თარიღი : 11-06-2016, 16:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გთავაზობთ ახალ რუბრიკას, სახელწოდებით "ჩემი სოფელი".

რუბრიკაში ჩართვის შესაძლებლობა იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მკვიდრს ეძლევა.

ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის შესახებ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 598 38 27 60 ან მოგვწერონ ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.

რუბრიკა "ჩემი სოფელი" და გიორგი იაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის შესახებ გიამბობთ.


არგვეთი საჩხერის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სოფელია. არგვეთის თემი, რომელშიც 11 სოფელი შედის, ერთ-ერთი ყველაზე დიდია საჩერეში.
სოფელი იმერეთის მაღლობზე, მდინარე ლაშურის (ყვირილის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 600 მ-ზე მდებარეობს, საჩხერიდან 7 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 945 კაცი ცხოვრობს.

სოფელში 1936-1964 წლებში, ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. აღ. III ათასწლეული) სამოსახლო ბორცვის გათხრის შედეგად აღმოჩენილია ნაგებობათა ბათქაშით შელესილი ძელური კედლები, თიხატკეპნილი იატაკები, წრიული მოყვანილობის კერები, ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭელი, ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბის ნატეხი, ირმის რქისაგან დამზადებული მიწის დასამუშავებელი პრიმიტიული იარაღი, კაჟის ნამგლის პირები, ორფრთიანი, ყუნწიანი კაჟის ისრის პირები, კერის თიხის მოდელი და სხვა ნივთები. ბორცვი დასახლებული ყოფილა გვიანდელი ბრინჯაოს ხანაშიც (ნაპოვნია ფოთლისებრი სატევრები). აღმოჩენილია აგრეთვე I-III საუკუნეების ორმოსამარხები. ხელფეხმოკეცილ მიცვალებულებს ჩატანებული აქვთ გამომწვარი თიხის ხელადები, პასტის მძივები, ბრინჯაოს მშვილდსაკინძები, საყურეები, ფრინველისგამოსახულებიანი საკიდები, აბზინდები, რომლებზედაც ფანტასტიკური ცხოველებია გამოსახული, და სხვა ნივთები. გათხრის დროს აღმოჩენილია აგრეთვე ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზი, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები (მარცვლეულის შესანახი ხაროები, მარნები). ძეგლის ზედა ქრონოლოგიური საზღვარი XIII საუკუნეა.

სოფელი არგვეთი იმით არის ცნობილი, რომ აღნიშნულ სოფელში დაიბადნენ პაოლო იაშვილი, მუხრან მაჭავარიანი, მედეა ჯაფარიძე, ზურა იაშვილი და ილია ჭავჭავაძის მეგობარი სეიფ იაშვილი. არგვეთში მდებარეობს მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზუემი.
http://www.picz.ge/img/s3/1606/11/f/f64e02cae5b6.jpg


სოფელში დამკვიდრებულია ტრადიაცია "მუხრანობა" და "პაოლობა", რომელსაც სოფლის მკვიდრები ყოველწლიურად აღნიშნავენ. სოფელი არგვეთი გამორჩეულია მცენარეული საფარით.

"ჩემს სოფელში არის განთავსებული მუხრან მაჭავარიანის ტყე-პარკი. ნიადაგი დაუძლურდა და მუხრანმა გადაწყვიტა ტყე-პარკის გაშენება. თავისი ხელით დარგო ჭადარი, ცაცხვი, მუხა, ნეკერჩხალი. ტყე-პარკი 8 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. იგეგმება მუხრან მაჭავარიანი სახელობის სკვერის განთავსება. მიმდინარე წელი მისი საიუბილეო წელია. არგვეთაში ვიზიტორებისათვის საყვარელი ადგილია მუხრან-მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი, რომელსაც დღეის მდგომარეობით 8 156 სტუმარი ჰყავს მიღებული. მუხრან მაჭავარიანი ერთ-ერთი შემოქმედი იყო მე-20-ე საუკუნის მწერლობაში, რომელმაც ყველაზე მეტი ლექსი მიუძღვნა ქართულ ენას, სამშობლოს სიყვარულს. ის არის მაგალითი როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო," - განაცხადა Topnews.com.ge-სთან საუბარში მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმის დირექტორმა გიორგი იაშვილმა.
http://www.picz.ge/img/s4/1606/11/d/dea2e23712f1.jpg


ნანახია: 3383-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუბრიკაში ჩართვის შესაძლებლობა იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მკვიდრს ეძლევა.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გთავაზობთ ახალ რუბრიკას, სახელწოდებით 'ჩემი
მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.
ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის
საქართველოში დაახლოებით 130 სოფელში 2 000 და მეტი მაცხოვრებელია, ზოგიერთ სოფელში კი მცხოვრებთა რაოდენობა 7 000-ზე მეტს აღწევს.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ღონისძიებების პროგრამას:

ამინდი