Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'პოლიტიკოსი ტრიბუნის მიღმა', - ლელა ქელბაქიანი

თარიღი : 11-06-2016, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, ინტერვიუ   
topnews.com.ge
„პოლიტიკოსი ტრიბუნის მიღმა“ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ახალი რუბრიკაა. რუბრიკის სტუმრები ყოფილი ან მოქმედი პოლიტიკოსები იქნებიან, რომლებიც ისაუბრებენ ყველაფერზე-პოლიტიკის გარდა.

აღნიშნული რუბრიკის საშუალებით ყველასთვის კარგად ნაცნობ სახეებს გავიცნობთ იმ კუთხით, რომლითაც ისინი საზოგადოების წინაშე თითქმის არასდროს ჩანან. შევიტყობთ მათ ჰობზე, საყვარელ ადამიანებზე, ბავშვობის თავგადასავლებსა და გამოცდილებაზე.

რუბრიკის შემდეგი სტუმარი ქუთაისის საკრებულოს წევრი ლელა ქელბაქიანია. გთავაზობთ ინტერვიუს:


დავიწყოთ თქვენი ბავშვობით, როგორი ბავშვი იყავით?
-ბავშვობა ნამდვილად კარგი მქონდა იმიტომ, რომ ვიზრდებოდი ძალიან წარმატებულ, გაწონასწორებულ ინტელიგენტ ოჯახში, სადაც ყოველთვის იყო მხოლოდ დადებითი აურა, ბევრი და კარგი სტუმარი. ძალიან ადრე ვისწავლე კითხვა. როცა სკოლაში 5 წლის შევედი, ამ ასაკში უკვე კითხვა ვიცოდი და ჩემზე უფრო დიდი ასაკის შესატყვის მათემატიკურ ამოცანებსაც ვიყვანდი. მყავდა უფროსი და და როცა ვუყურებდი როგორ მეცადინეობდა, მეც მიჩნდებოდა სურვილი მსგავსი გამეკეთებინა. მთელი დღე ჩემთვის რომ ზღაპრები წაეკითხა, არავის ეცალა, მე კი ეს ისე მიყვარდა, ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტე, ჩემი თავისთვის თავად მიმეხედა და მესწავლა კითხვა. დაუმორჩილებელი ბავშვი ვიყავი ყოველთვის.

ვინ გინდოდათ გამოსულიყავით, როცა პატარა იყავით?

-რატომღაც ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი ან ესტრადის მომღერალი ან მოცეკვავე.

როგორ ფიქრობთ, 7 წლის ლელასა და ახლანდელ ლელას შორის ბევრი განსხვავებაა?
-წლები, გამოცდილება, იმედგაცრუება- ეს ყველაფერი თავის კვალს ტოვებს, მაგრამ მთავარი რაც არის შენში, ის არსად მიდის და სულ თან გდევს. თუმცა 7 წლის ლელა იყო მომავლისკენ ორიენტირებული, 7 წლის ლელას არ ჰქონდა ბევრი უარყოფითი გამოცდილება დაგროვილი, რაც ახლანდელ ლელას აქვს, ეს უფრო მეტად გაბამს რეალობასთან და არ გაძლევს ფანტაზირებისა და ოცნების საშუალებას, სწორედ ეს არის განსხვავება. მაშინ ფანტაზიას არ ჰქონდა ბერკეტი, ახლანდელ ფანტაზიას კი ამუხრუჭებს არსებული რეალობა, ცოდნა და გამოცდილება.

როდის შეუყვარდა ლელას პირველად?

-პირველად ალბათ შემიყვარდა 5 წლის ასაკში. ამ პერიოდში სიყვარული იყო ისეთი, რომ მინდოდა მასთან ერთად თოჯინებით მეთამაშა. ჩემი ბავშვობა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო და მეტი წარმოდგენები სიყვარულზე ჩვენ არ გვქონდა, უბრალოდ მიხაროდა მასთან ერთად ყოფნა.
ადამიანი, რომლისგანაც ყველაზე მეტს სწავლობთ...
-ასეთი ადამიანი სამწუხაროდ, უკვე ცოცხალი აღარ არის. ეს არის მამაჩემი ვარლამ ქელბაქიანი. თუკი დღეს რაიმეს წარმოვადგენ ცხოვრებაში, თუ ჩემი ჩამოყალიბებული პიროვნება არსებობს, ვიცი საიდან მოვდივარ და რა მინდა, ეს ყველაფერი ძალიან დიდწილად არის მამაჩემის დამსახურება.

თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი?
-ჩემს ცხოვრებაში სამწუხაროდ, ბევრჯერ მდგარა ასეთი პერიოდები. მას შემდეგ, რაც მამაჩემი გარდაიცვალა და მე მომიხდა უნივერსიტეტში მისი საქმიანობის გაგრძელება, ჩემს ცხოვრებას თან ახლდა რთული პროცესები. 8 თვის განნმავლობაში ერთბაშად ორი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი- დედა და მამა დავკარგე. თან პარალელურ რეჟიმში მიწევდა სირთულეებთან შეჭიდება და საქმის დამოუკიდებლად მართვა, ვინმეს დარიგების გარეშე. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ როგორღაც გავუძელით. ალბათ ყველაზე გამოუსწორებელი სირთულე ადამიანის დაკარგვაა, რადგან ამას უბრალოდ აღარაფერი ცვლის.

როგორ ფიქრობ, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში?
-არასდროს მიფიქრია, რომ წინა ცხოვრება მქონდა. ძალიან რეალისტი ვარ. ფიქრობ, რომ ამ ცხოვრებაში ვართ და ეგ არი.

როდის გადაწყვიტეთ პოლიტიკოსობა?
-მე გამიჩნდა განცდა, რომ დაგროვილმა წლებმა და გამოცდილებამ გარკვეული უნარები შემძინა. მომინდა გუნდურად მემუშავა იმ ხალხთან, ვისთან ერთადაც შეიძლებოდა სასიკეთო ძვრების მოხდენა ჩვენს ქალაქში. უბრალოდ მომინდა მათ გვერდით ყოფნა და იმედი მაქვს, ამ პერიოდის ამოწურვისას გვექნება სათქმელი და საამაყო, რომ ქუთაისში ჩვენი მმართველობის 4 წელი იყო გამართლებული.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 3570-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„როცა სახლში ვიყავი, მეზობლები ფრთხილად იყვნენ, რომ რაიმე არ დაცემოდათ თავში“
რუბრიკის მორიგი სტუმარი ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“-ს დამფუძნებელი ლელა ქელბაქიანია.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით ბიზნესმენი ახლო ხედით. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი

ამინდი