ქუთაისის ძაღლსაფარში ცხოველებს სტერილიზაციისა და კასტრაციის ოპერაციები ჩაუტარდათ
თარიღი : 10-06-2016, 18:52 | კატეგორია: ახალი ამბები

ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების "ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის "IAAP" პრეზიდენტი, ვეტ.ექიმი პროფესორი ამირან კოჩალიძე სტუმრობდა. საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ვეტ.ექიმმა, ცხოველთა თავშესაფრის ვეტერინარებთან ერთად, სტერილიზაციისა და კასტრაციის ოპერაციები ჩაატარა. როგორც მოწვეულმა პროფესორმა აღნიშნა, გარემო, რომელიც მას სამუშაოდ დახვდა, ევროპულ სტანდარტებს და მსგავსი პირობები საქართველოს მასშტაბით არსებული ცხოველთა თავშესაფრებისათვის ფუფუნებას წარმოადგენს. ახალადრეაბილიტირებულ სამედიცინო ბლოკში, ოპერაციის მიმდინარეობას ადგილზე "სპეციალური სერვისების" გენერალური დირექტორი გელა გაგუა გაეცნო. მისივე განცხადებით, აღნიშნული ფაქტი პირველ პრეცენდენტს წარმოადგენს და პროფესიონალების ჩართულობა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში მისასალმებელია.
NS
NS