Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ ცდილობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დისკრედიტაციას?

თარიღი : 10-06-2016, 18:35 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი მის მიერ პაატა ბურჭულაძის მოძრაობაში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

Topnews.com.ge-სთან საუბარში დვალი აცხადებს, რომ მას საპასუხისმგებლო თანამდებობა უჭირავს და მყარად გრძნობს თავს იმ გუნდში, რომლის წევრადაც თავს მოიაზრებს.

"მე აქტიურად ვმუშაობ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე და ვთვლი, რომ ძალიან საპასუხისმგებლო პოსტი მიჭირავს. ვემსახურები ქალაქს და მოსახლეობას. რაც შეეხება ყურით მოთრეულ ჭორებს, უცნობი სააგენტოს მიერ რეიტინგზე გათვლილ ინფორმაციას თუ დაკვეთილ სტატიას, ეს ჩემთვის მთავარი არ არის. გავრცელებული ინფორმაცია არის უპერსპექტივო და უსუსური მცდელობა გარკვეული ადამიანების მხრიდან. ძალიან კარგად და მყარად ვარ იმ გუნდში, სადაც ვარ, ვიზიარებ მათ შეხედულებებს, ვიქნები ბოლომდე ამ გუნდში და არსად წასვლას არ ვაპირებ. ჩემს პოლიტიკურ გუნდთან არ მაქვს არანაირი კონსულტაციები მაჟორიტარობასთან დაკავშირებით და მით უფრო, არც სხვა პარტიის ფრთის ქვეშ მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას არ ვცდილობ," –განაცხადა დავით დვალმა.

ცნობისთვის, დავით დვალის შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაციას არც პაატა ბურჭულაძის მოძრაობაში ადასტურებენ.


ნანახია: 1165-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პოსტზე ნატო ქათამაძე და დავით დვალი განიხილება
ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
არჩევნებამდე სულ რაღაც 2 თვეა დარჩენილი, პოლიტიკური პარტიები კი მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას ისევ არ ჩქარობენ. 
თავმჯდომარის მოვალეობას დვალი მოადგილე ბექა ყანჩელი ასრულებს.
დავით დვალმა არსებულ ბრალდებებს ბრიფინგზე უპასუხა.
ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციაზე გაზის ტარიფის გაძვირება გააპროტესტეს.
ვანის გამგებელი სამწლიან საქმიანობას აჯამებს.

ამინდი