Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის გამგებელი პატარებს:'არ დაივიწყოთ ვისი გორისა ხართ'

თარიღი : 10-06-2016, 18:07 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე, საკრებულოს დეპუტატი რამაზ ჩაფიჩაძე, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი მაია თორთლაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები თუზის საბავშვო ბაღის 5-6 წლიანთა ჯგუფის ღონისძიებას „გზა სკოლისაკენ“ დაესწრნენ.
http://www.picz.ge/img/s2/1606/10/9/96660025ef4e.jpg


თუზის საბავშვო ბაღი, რომელიც 2015 წელს მოეწყო რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით, 70 ბავშვზეა გათვლილი. ამჟამად ბაღში 64 აღსაზრდელი ირიცხება, აქედან სკოლის კარს 28 პატარა შეაღებს.

თუზის საბავშვო ბაღის დირექტორმა თამარ კოჩაძემ დიდი მადლობა გადაუხადა ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ ყურადღებისადმი, რასაც ბაღისა და სოფლის მიმართ იჩენენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ გზა სკოლისაკენ დაულოცა თუზელ პატარებს, წარმატებები უსურვა მათ.

„ამ სოფელში შესანიშნავი ადამიანები აღიზარდნენ. თქვენ მათზე უკეთესები უნდა იყოთ. არ დაივიწყოთ, ვისი გორისა ხართ,“-აღნიშნა მან.

NS


ნანახია: 2462-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე 19 მაისს ალისუბნისა და თუზის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი საბავშვო ბაღის გამოსაშვები ჯგუფის ღონისძიებას დაესწრო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე თერჯოლის 1-ლ საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც 5-6 წლიანთა ჯგუფის მიერ
მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაგა-ბაღის 52 სააღმზრდელო ჯგუფში ჩარიცხულია 2-დან 6 წლამდე ასაკის 1400 ბავშვი.
ესაუბრა პედკოლექტივს, აღსაზრდელთა მშობლებს და მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

ამინდი