ვინ არის ქუთაისელი, რომელმაც აღმაშენებლის მოედნის სრულიად განსხვავებული დიზაინი შექმნა
თარიღი : 10-06-2016, 15:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ლევან ჭავჭანიძე ქუთაისში მდებარე კაფე-კინო ,,ბრაზერსის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ლევანი ტურიზმის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა ამაყობს, რომ მთავარი პროფესიის მიუხედავად, მისი სამუშაო გამოცდილება მრავალმხრივია. როგორც თავად ამბობს, კაფე-კინოს მსგავსი დაწესებულების გახსნის იდეა სტუდენტობის დროიდან ჰქონდა და შესაფერისი გარემოს აღმოჩენისთანავე, მეგობართან ერთად განახორციელა კიდეც.
ამბობს, რომ არქიტექტურა და დიზაინი ბავშვობიდან უყვარს და როცა თავისუფალი დრო აქვს, ნახაზებს ქმნის, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
კაფე-კინო ,,ბრაზერსის" დიზაინის გარდა, ლევან ჭავჭანიძეს სხვა ობიექტების დიზაინის შექმნაზეც აქვს ნამუშევარი.

„ეს ჩემი ჰობია და ხაზვა სიამოვნებას მანიჭებს. მაქვს შექმნილი სხვა ნახაზებიც, მაგრამ ფართო საზოგადოებას არ უნახავს. მაგალითად, ჩემი შეხედულებით მაქვს დახაზული აღმაშენებლის მოედანი როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელისგან სრულიად განსხვავებულია.ეს ნახაზი 2009 წელს შევქმენი. სხვადასხვა არქიტექტურული ნიმუშებიდან მაქვს აღებული დეტალები და მათი კომბინაცია, ვფიქრობ, ძალიან მოუხდებოდა ქალაქს. არ მიფიქრია, რომ შესაბამის უწყებებში გადამეგზავნა, კონკურსიც არ გამოცხადებულა. აღმაშენებლის მოედნის გარდა, ჩემი წარმოდგენით მაქვს დახაზული როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო კინო „საქართველო“-ს შენობა და მესხიშვილის თეატრის გვერდით საცხოვრებელი ბინის და ახლანდელი მწვანე ბაზრის შენობა.
გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ლანდშაფტის დიზაინი და ჩემი ეზო მოვაწყვე დეკორატიულად. ვმუშაობ ხეზე, ოღონდ მხოლოდ ვაზზე და მაქვს კიდეც ნამუშევრები, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, სარეალიზაციოდ და ფართო მაშტაბით პოპულარიზაციისთვის არ ვქმნი,“ -ამბობს ლევან ჭავჭანიძე.