Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქველმოქმედო კონცერტი კიდევ ერთი სიცოცხლის გადასარჩენად

თარიღი : 10-06-2016, 15:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
დღესდღეობით გავრცელებული სხვადასხვა დაავადების გამო, ხშირად შეხვდებით მოწოდებებს იმ საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. ერთ-ერთი მათგანია გიორგი ტალახაძე, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად მეგობრები საქველმოქმედო ღონისძიების გამოყენებით იბრძვიან.

17 წლის გიორგი ტალახაძე ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში მშობლებთან და ორ ძმასთან ერთად ცხოვრობს. მამა მუსიკოსია და მისი საქმიანობიდან შემოსული თანხა ოჯახისთვის შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს. მამის მსგავსად, მუსიკალური ნიჭი გიორგისაც აღმოაჩნდა. ავად გახდომამდე გიორგი ტალახაძე სოფელ ზეინდრის ტაძრის გუნდში გალობდა.

http://www.picz.ge/img/s4/1606/10/1/1c89906567bc.jpg


გიორგის გულის გადანერგვა ესაჭიროება, რისთვისაც 13 000 დოლარია საჭირო.

გიორგი ტალახაძის დასახმარებლად გაერთიანდნენ მეგობრები და უცნობი ადამიანები. შედეგად, 12 ივნისს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 7 და 5 ლარია. კონცერტის მსვლელობისას, ოპერის ფოიეში შესაწირი ყუთები განთავსდება, სადაც მსურველებს დამატებითი შემოწირულობის გაღება შეეძლებათ.

როგორც კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურა ორმოცაძე ამბობს, ვანში უკვე ჩატარდა ერთი კონცერტი, საიდნააც შემოსულმა თანხამ 5 000 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ოპერაში კონცერტის გამართვამდე გიორგი ტალახაძის მეგობრები და ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული გიორგისთვის უცხო ადამიანები ქალაქის ხალხმრავალ ადგილებში კონცერტებს მართავენ. კონცერტების მიზანს საქველმოქმედო ღონისძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ბილეთების რეალიზაცია წარმმოადგენს.

„თბილისში არსებობს საქველმოქმედო ფონდი ,,სიკითე არ იკარგება“, რომლებთან ერთადაც მივიღე მონაწილეობა ერთ საქველმოქმედო კონცერტში და ქუთაისში დაბრუნების შემდეგ აქ შევქმენით ახალი ფონდი- ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი“, სადაც გაწევრიანებული ვართ ხელოვანი ადამიანები. ორივე ორგანიზაცია ვთანამშრომლობთ და ვეხმარებით ერთმანეთს სიკეთის კეთებაში. ჩვენთვის ყველაზე დიდი სტიმული საზოგადოების რეაქციაა და მიხარია, რომ უმრავლესობა გულისხმიერად მოეკიდა გიორგის პრობლემას“, - განაცხადა ზურა ორმოცაძემ.

როგორც ცნობილი გახდა, ოპერაციისთვის საჭირო 13 000 დოლარი ოჯახს სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გადასცეს. მათი ვინაობას გიორგი ტალახაძის ოჯახის წევრები ქველმოქმედების სურვილიდან გამომდინარე არ ასახელებს. გულის გადანერგვის ოპერაცია ბელარუსიაში ჩატარდება. ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ გიორგის 6 თვიანი ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება. აღნიშნული მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვებას ემსახურება ის აქტივობები, რომელსაც გიორგი ტალახაძის მეგობრები ახორციელებენ.

გიორგი ტალახაძის გადასარჩენად დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტზე ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 551 189 188.
ანგარიშის ნომერია: GE18BG000000029485.


ნანახია: 1392-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 12 ივნისს საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართება.
კონცერტის ორგანიზატორი საქველმოქმედო ორგანიზაცია 'მომავლის ფონდი'-ა.
ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 551 189 188.
შარშან ყველაზე დიდი თანხა სწორედ ქუთაისიდან შეგროვდა
მოზარდის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის 120 ათასი ევრო არის საჭირო, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
ქალბატონს მოულოდნელად მძიმე დაავადება, ძვლის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს.
კომპოზიციის ნაწილის გაუჩინარებას მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ძეგლი მოიპარეს.
სამუშაოებს 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.

ამინდი