Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში სამთო ტურიზმით დაინტერესებულ პირებს ტრენინგზე იწვევენ

თარიღი : 10-06-2016, 14:43 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულში, მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ადმინისტრაცია 10-15 ივნისს ტრენინგ კურსს „საფეხმავლო ტურზე გაძღოლის საბაზისო უნარები“ ჩაატარებს. ტრენინგს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის ექსპერტი არჩილ ცინცაძე გაუძღვება.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სასწავლო კურსზე სამი დღე თეორიულ მეცადინეობას დაეთმობა, ორი დღის განმავლობაში კი მოეწყობა საველე გასვლა ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე.

როგორც მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნული ტრენინგის გავლა მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირებისათვის, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ კვალიფიციურ გამყოლებად და მაღალი სტანდარტებით მოემსახურონ სტუმრებსა და ტურისტებს.

ტრეინინგის საკითხები შემდეგ თემებს მოიცავს: ტურის გაძღოლის საქმიანობა; ვინ არის ტრეკინგ გიდი?; პროფესიული უნარები; ტერიტორიული შეზღუდვა; ქცევის კოდექსი; გარემოს მდგრადობა და ტურიზმის ზემოქმედება; გიდის როლი; საფრთხეების განსაზღვრა; რუკის კითხვა; ნავიგაციის ინსტრუმენტები და საბაზისო ორიენტაცია; კლიენტების კონტროლი; კომუნიკაცია.

ტრენინგს ტურიზმის სამსახურის თანამშრომლები და სამთო ტურიზმით დაინტერესებული ახალგაზრდები გაივლიან. კურსი მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება. 5 დღიანი ტრენინგი პროექტის „იმერეთის რეგიონში ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში ჩართული, სამუშაო ძალის საკონსულტაციო მომსახურება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით“ ფარგლებში განხორციელდება.


ნანახია: 1892-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი ბერიკა თურმანიძე და ამავე ცენტრის

ამინდი