ჭიათურამ საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა
თარიღი : 10-06-2016, 14:22 | კატეგორია: ახალი ამბები

ჭიათურაში, ევროპულ სკოლაში საერთაშორისო საბავშვო ფესტივალის "ოქროს პეპელა"-ს დახურვის ცერემონია გაიმართა.
ფესტივალი 4 დღის მანძილზე მიმდინარეობდა და იგი კინოჩვენებების გარდა სხვადასხვა ვორქშოპის ჩატარებასა და მოზარდების პრაქტიკულ სამუშაოებში (ფილმის გადაღება) ჩართვას მოიცავდა.
ფესტივალზე სელექცია 10 ქვეყნის 40-მა ფილმმა გაიარა, ხოლო გამარჯვებული და "გრან პრის" მფლობელი გახდა ფილმი აბაშიდან "ველოსიპედი".
გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გახდნენ: საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - "ჩემი სოფელი კაცხი" (ჭიათურა, კაცხი); საუკეთესო იდეა - "ჩაჩაჩა სვანურად" (ჭუბერი); საუკეთესო სცენარი - ნათია თხოვდება (თელავი, გულგულა); მთაწმინდის პარკმა დაასახელა თავისი რჩეული ფილმი - "ჩვენც დავბერდებით" (წნისი); ჟიურის სპეციალური დიპლომი გადაეცათ ფილმებს "შელოცვა" (კოკი) და "ბედობის დღე" (რუისპირი).
ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდა ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, რომელმაც კინოცენტრის სახელით ფილმს "შელოცვა" სპეციალური პრიზი გადასცა.
ფესტივალზე გამარჯვებულები მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ვიდეოჩართვის მეშვეობით მსოფლიო ვარსკვლავებმა - კოლინ ფერტმა, დომინიკ ვესტმა და მაიკლ ჰოფმანმა გამოაცხადეს.