როდის განახლდება მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი?
თარიღი : 30-10-2013, 17:23 | კატეგორია: სამართალი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 8 ნოემბერს გაიმართება
სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩაინიშნა, რომელზეც ბრალდების მხარე კიდევ რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესზე, მასზე ბრალდების მხარის 9 მოწმე დაიკითხა.
დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული ვანო მერაბიშვილი არ ესწრებოდა. როგორც მან "facebook"-ის საკუთარ გვერდზე განმარტა, ის ქუთაისში ყველა პროცესზე დასწრებას არ აპირებს.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და და კახეთის გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ე.წ. დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლის მოსყიდვას ედავება.
ამასთან, მერაბიშვილს კვარიათში მდებარე აგარაკის მისაკუთრებაშიც ედება ბრალი.