სოფელ ტყაჩირში უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს
თარიღი : 10-06-2016, 11:43 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მდინარე რიონზე მოქალაქეები თევზაობდნენ სახლართი ბადეებით. შედგა შესაბამისი ოქმები, ხოლო სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი დაილუქა.
"ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს," - აცხადებენ დეპარტამენტში.