Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი ტურისტული სეზონისათვის ემზადება

თარიღი : 9-06-2016, 19:36 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
ქუთაისში ბოლო პერიოდში ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა. რამ განაპირობა ეს ფაქტი? რა სერვისებს სთავაზობს ქალაქი ვიზიტორებს? რა იგეგმება ტურიზმის განვითარების კუთხით ქუთაისში? topnews.com.ge-ს კითხვებს ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითთმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა უასუხა.


ბატონო პაატა, როგორია ტურიზმის სტატისტიკა ქუთაისში ბოლო წლების განმავლობაში?

-შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად შეიმჩნევა, რომ ქალაქში ტურისტთა რაოდენობა გაზრდილია. განსაკუთრებით კი შაბათ-კვირას ეტყობა ეს ქალაქს. იანვარი-აპრილის ჩათვლით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტურისტთა რაოდენობა თითქმის ოთხჯერაა გაზრდილი. მაგალითად, ტურისტული ცენტრის მომსახურებით 2013 წელს 346-მა ადამიანმა ისარგებლა, ხოლო 2016 წელს-1136 ადამიანმა. მე ხელთ მაქვს მხოლოდ ჩვენს საინფორმაციო ცენტრში შემოსული ტურისტების რაოდენობა. ჩვენ დინამიკას საინფორმაციო ცენტრში შესული ტურისტების რაოდენობის ცვალებადობით ვზომავთ. რეალურად კი აღრიცხულზე მეტი ტურისტია ქალაქში. ყველაზე მეტი ტურისტი ქუთაისში პოლონეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან, ჩეხეთიდან და უნგრეთიდან ჩამოდის.

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ბოლო წლებში ტურისტთა ასეთი რაოდენობის შემოდინება ქალაქში?

-აქ ორი ფაქტორია. პირველი ის, რომ მსოფლიოში ტურიზმის ინდუსტრია ყველაზე სწრაფად მზარდია. ყოველ წელს შედარებით უფრო მეტი ადამიანი მოგზაურობს, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. მეორე, რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, ეს არის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის არსებობა ქუთაისში. იგი ყველაზე იაფია საქართველოში. ამასთანავე, მისი დახმარებით ყველგან ძალიან მარტივად შეგიძლია წახვიდე, როგორც დასავლეთის ისე აღმოსავლეთის მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტების უმრავლესობა იმ ქვეყნებიდანაა შემოსული, საიდანაც პირდაპირი ფრენები გვაქვს. ჩვენს აეროპორტს ემატება 7 ახალი მიმართულება, რაც, რა თქმა უნდა, ტურისტთა ნაკადს კიდევ გაზრდის. ამას გარდა, ჩვენი წარმომადგენლობის აქტიურობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, შარშან 8 საერთაშორისო გამოფენაზე ვიყავით, წელს კი - 7-ზე.

რა შეგიძლიათ თქვათ იმ საცხოვრებელი პირობების შესახებ, რომელიც ტურისტს ქალაქში ხვდება?

-ამ მხრივ პრობლემა გვაქვს, რადგან ქალაქში სასტუმროების რაოდენობა საკმარისი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი შენდება. სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი მაღალია,თუმცა ველოდებით რომ ეს სფერო მეტად გააქტიურდება. რამდენიმე ახალი სასტუმროს მშენებლობასაც ველოდებით მიმდინარე წელს.

რა სიახლეები იგეგმება ვიზიტორებისათვის მიმდინარე ტურისტულ სეზონზე?

-ბევრი რამ გაკეთდა. მაგალითად, ქალაქში ტურისტული რუკები განთავსდა, აქტიურ რეჟიმში ვრცელდება საინფორმაციო მასალები, მონაწილეობას სხვადასხვა ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში ვიღებთ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამ კუთხით ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება. მაგალითად, ახალი საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი და მრავალფუნქციური იქნება. ამასთანავე, ტურისტული ატრაქციონების შექმნისა და არსებულის რეაბილიტაციის პროექტები გვაქვს. ასევე, სრულდება ბაგრატის ტაძრამდე მისასვლელი კიბეების რეაბილიტაცია და დაგეგმილია გორის პარკში მისასვლელი კიბეების რეაბილიტაციაც. ვგეგმავთ თეთრი ხიდის, თეთრი ქვებისა და რუსთაველის ხიდის განათებას, რომელი პროექტებიც მიმდინარე წელს დასრულდება.


მარუსა ხურციძე



ნანახია: 3248-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები წელიწადში რამდენჯერმე, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯით, საერთაშორისო
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას განცხადებით, ქუთაისში გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მყოფ დაახლოებით 8-მდე ტუროპერატორს ქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ ტურიზმის
ქალაქის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 2018 წლის პირველი 3 თვის ანგარიშით, ქუთაისს 1017 ტურისტი სტუმრობდა.

ამინდი