რა შეღავათებით ისარგებლებენ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები?
თარიღი : 9-06-2016, 16:43 | კატეგორია: ახალი ამბები

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონზე იმსჯელეს.
შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები და მოადგილეები ესწრებოდნენ.
მხარეებმა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ დეტალებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი სულ 40 მუნიციპალიტეტის 1582 დასახლებულ პუნქტს მიენიჭა.
კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. მეწარმე სუბიექტები კი გადასახადისგან თავისუფლდებიან. აღნიშნული პირებისთვის ასევე, სპეციალური სოციალური პაკეტები ამოქმედდება.