Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისის „ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ უკვე ბრენდია'

თარიღი : 9-06-2016, 15:08 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიას თბილისის „დინამოსა“და ქუთაისის „ტორპედოს“ ვეტერანი ფეხბურთელები ესტუმრნენ.

თბილისის "დინამო" 1981 წლის ევროპის თასის მფლობელი გახდა, ამიტომ "ტორპედოს" 70 წლის იუბილესთან ერთად, "დინამოს" გრანდიოზული გამარჯვებიდან 35 წლისთავიც აღინიშნა.

ვეტერანმა ფეხბურთელებმა მილოცვის შემდეგ, ერთად ჩატარებული თამაშები, თავგადასავლები და ისტორიები გაიხსენეს.

„ეს ძალზე მნიშვნელოვანი დღეა. ქუთაისის „ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ უკვე ბრენდია. ეს სახელი დიდი შრომის ფასად შეიქმნა. ქუთაისის "ტორპედოს" ვუსურვებ წარმატებასა და აღზევებას ისე, როგორც მათ შეშვენით“,-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისის სპორტის მუზეუმში გამოფენა იგეგმება. ასევე, ცენტრალური სტადიონისათვის რამაზ შენგელიას სახელდების ოფიციალური ცერემონიალი და სასკოლო ლიგის ფინალი ფეხბურთში.



მარუსა ხურციძე


ნანახია: 2266-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ისტორიის ამსახველი ფოტო-გამოფენა სპორტის მუზეუმში.
ქუთაისის 'ტორპედო' თბილისის 'დინამოს'-თან ანგარიშით 2:0 დამარცხდა.
ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 'ტორპედო' თბილისის 'დინამო'-ს დაუპირისპირდა.
თბილისის დინამომ საქართველოს დავით ყიფიანის თასი მეცამტედ მოიგო.
ორი გუნდი ერთმანეთს საქართველოს 29-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის პირველ ჯგუფურ სტადიაში ხვდება.

ამინდი