Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი წყალტუბოს პოლიციის უფროსი საავადმყოფოდან გაწერეს

თარიღი : 9-06-2016, 14:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს რაიონული პოლიციის უფროსმა რევაზ ქობულიამ სამედიცინო დაწესებულება დატოვა.

როგორც topnews.com.ge-ს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში განუცხადეს, ქობულია სამედიცინო დაწესებულებიდან 8 ივნისს, საღამოს გაეწერა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს პოლიციის უფროსი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალში 8 ივნისს, დილით განხორციელებული სპეცოპერაციისას დაიჭრა. რევაზ ქობულიას იმ დროს ესროლეს, როდესაც ეს უკანასკნელი პიროვნების დაჭრაში ბრალდებულის აყვანას ცდილობდა.

დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ამ დრომდე რჩებიან და მკურნალობას გადიან ორი პირი ერთ-ერთი მათგანი პოლიციის უფროსის დაჭრაში ბრალდებული, ხოლო მეორე ამ უკანასკნელის მიერ დაჭრილი კიდევ ერთი დაზარალებული.


ნანახია: 2293-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალში მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
რევაზ ქობულია მიმდინარე წლის 8 ივნისს ბრალდებულის დასაკავებლად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების დროს დაიჭრა.
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში წყალტუბოში დაჭრილ მამაკაცს მკურნალობენ.
მომხდართან დაკავშირებით შსს-ში ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.
ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარია 25 თებერვალს, ღამით მოხდა.

ამინდი