Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლიტიკური პარტიები ქუთაისის განვითარების გეგმამ არ დააინტერესა

თარიღი : 9-06-2016, 14:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში დიდი ეკონომიკური ფორუმი- "საქართველოს ქალაქები- ქვეყნის განვითარების მამოძრავებელი" გაიმართა.

ფორუმში მონაწილეობა საქართველოს თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლებმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებმა, სახელმწიფო სტრუქტურებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, კერძო და არასამთავრობო სექტორმა მიიღეს.

კონფერენციის ძირითად თემას ქუთაისის განვითარების სტრატეგიის "ქუთაისი 2020" განხილვა წარმოადგენდა.

,,დღეს ქუთაისში ძალიან საინტერესო კონფერენცია მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დონორებს გავაცნოთ ქალაქის ძირითადი მიმართულებები და შემდგომ მათგან მოვისმინოთ თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი ისინი ჩაერთონ ქალაქის განვითარების ამა თუ იმ პრიორიტეტში,"-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

http://www.picz.ge/img/s3/1606/9/3/3dced5054ca8.jpg


,,ეს ძალზე მნიშვნელოვანი კონფერენციაა. ჩვენთვის მთავარია ის, რომ ქუთაისი გახდება ერთ-ერთი მთავარი ქალაქი დასავლეთ საქართველოში,"-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

აღნიშნულ ფორუმზე ქუთაისის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ ქუთაისისათვის ძირითად გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ხელსაყრელი დემოგრაფიული მდგომარეობის განვითარებას, ცხოვრების სტანდარტის შესაბამისობას ევროპის მოთხოვნებთან, საჯარო ტერიტორიებისა და კომუნალური სერვისების გაუმჯობესებას, ქუთაისის საგანმანათლებო ცენტრად ქცევას, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტურისტული პოტენციალის ზრდას ითვალისწინებს.

,,მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისმა, როგორც თვითმმართველმა ქალაქმა, შეიმუშაოს განვითარების სტრატეგია და აისახოს ეს საბიუჯეტო პროგრამებში. გარდა ამისა, თვითმმართველი ქალაქები აფორმებენ მემორანდუმს ურთიერთანამშრომლობის შესახებ, რადგან ისინი ერთ-ერთი წამყვანი უნდა იყვნენ მუნუციპალური განვითარებისათვის,"-აცხადებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი.

ქუთაისის მერის განცხადებით, ქუთაისის განვითარების გეგმის ჩამოყალიბებისას, აღნიშნული გეგმა ყველა პოლიტიკურ პარტიას დაეგზავნა, რადგან მათ გამოეხატათ თავიანთი სურვილი და მოსაზრება, თუმცა როგორც მურღულია განმარტავს, დაინტერესების მაჩვენებელი დაბალი იყო.



ნათია სვანიძე


ნანახია: 2259-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერია და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური ყველა დაინტერესებულ დარგის
აღნიშნულს ქუთაისის მერიის მიერ მომზადებული ქალაქის განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს.
იმერეთის მთავარი საინფომაციო სააგენტო topnews.com.ge დაინტერესდა, მიიღეს თუ არა პოლიტიკურმა პარტიებმა აღნიშნული დოკუმენტი და
კონფერენციაში მონაწილე თვითმმართველი ქალაქების მერები აცხადებენ, რომ კონფერენციაზე მიღებულ გამოცდილებას თავიანთ მუნიციპალიტეტებში

ამინდი