ქუთაისში, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველებს ოპერაციები ჩაუტარდათ
თარიღი : 9-06-2016, 12:02 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის" ახლადრეაბილიტირებულ სამედიცინო ბლოკში პირველი ოპერაცია ჩატარდა. ექიმმა ვეტერინარებმა წარმატებით განახორცილეს ოთხი სტერილიზაციისა და კასტრაციის ექვსი პროცედურა. როგორც "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ცხოველების საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ისინი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სარეაბილიტაციო კურსის დამთავრების შემდეგ, "ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარის" ბინადარნი თავისუფალ გარემოს დაუბრუნდებიან.
