Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

5-8 წლის ბავშვებისთვის არდადეგებზე საკითხავი 15 საუკეთესო წიგნი

თარიღი : 9-06-2016, 11:40 | კატეგორია: სხვადასხვა   
სწავლის დასრულების შემდეგ საზაფხულო სამზადისში მხოლოდ კურორტების არჩევა როდი შედის. მშობლები და მასწავლებლები საგულდაგულოდ გეგმავენ იმ დავალებების ჩამონათვალს, რაც ბავშვებმა ზაფხულის არდადეგების განმავლობაში უნდა შეასრულონ. ზაფხულში წასაკითხი წიგნების სიაც ამ ჩამონათვაში შედის.

რა წავაკითხოთ ბავშვს ზაფხულში? არ გეგონოთ ეს მარტო ოჯახის საზრუნავი იყოს. გამომცემლობები ამ საკითხში ნამდვილად თქვენს გვერდით არიან და თქვენთან ერთად არჩევენ წიგნებს სხვადასხვა გემოვნების, ასაკისა და ინტერესების მქონე ბავშვისთვის.

გთავაზობთ გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ შემოთავაზებულ 15 გამოცემას, რომელიც სპეციალურად საზაფხულო საკითხავად 5-8 წლის ბავშვებისთვის შეირჩა. მათი უმრავლესობა ბესთსელერია.

ჩამონათვალში შედის როგორც როგორც ზღაპრები და ამბები, ასევე შემეცნებითი გამოცემებიც.
ზაფხულის არდადეგებზე საკითხავი ლიტერატურა 5-8 წლის ბავშვებისთვის

თხზულებები:
1. ამბები გოგონებისთვის - ცნობილი მწერლების თხზულებების კრებულია, რომელიც გოგონებისთვის საინტერესო თემატიკით არის წარმოდგენილი
2. ამბები ბიჭებისთვის - იგივე ფორმატის, ოღონდ ბიჭისთვის საინტერესო თემაზე შერჩეული თხულებებით
3. საზღაპრეთი - ზღაპრების კრებული
4. ძმები გრიმების ზღაპრები
5. ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრები
6. 25 ჯადოსნური ზღაპარი
7. პატარა უფლისწული - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის უკვდავი ნაწარმოები საინტერესო ილუსტრაციებით
8. ჩემი პირველი ბიბლია - ძველი და ახალი აღთქმა ბავშვისთვის გასაგები ენითა და ილუსტრაციებით
9. თოვლის გუნდა მეგობარს ეძებს - ცნობილი მულტპერსონაჟის ახალ-ახალი თავგადასავლები
10. თოვლის შვილიშვილი - გუნდას ფორმის წიგნი საინტერესო ამბით
11. თოვლის გუნდა ცირკში - წიგნს ამბისა და ფერადი ილუსტრაციების გარდა თან ახლავს ასწყობი ფაზლები
12. Winx-კლუბის წიგნები - ცნობილი მულტგმირების თავგადასავლები და სტიკერებიანი გასაფერადებლები ქართულ ენაზე. ვინქს კლუბის სერია 6 წიგნად არის წარმოდგენილი

შემეცნებითი გამოცემები:
13. მათემატიკის პრაქტიკული სავარჯიშოები1-2 კლასისთვის - გონების სავარჯიშო ტესტები ნახატებით საზფხულში ნამდვილად არ მისცემს ბავშვის გონებას მოდუნების საშუალებას.

14. ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი - ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წიგნი ქართულ ბაზარზე, სადაც ენციკლოპედიური მასალები ძალიან მარტივი ენითა ილუსტრაციებით არის წარმოდგენილი.

15. ჩემი პირველი კითხვების წიგნი ცხოველებზე - ცხოველებით დაინტერესებულ ბავშვს, პრაქტიკულად, აღარ რჩება კითხვები მათ შესახებ.

mshoblebi.ge


ნანახია: 1084-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ტომ ვანდერბილთის წიგნის -"საგზაო მოძრაობა: რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ (და რას ამბობს ეს ჩვენს
წიგნი, რომელიც ქალაქის მერიის დაფინანსებით გამოიცა, ქუთაისს, მის საზოგადოებასა და ქალაქურ ყოფა-ტრადიციებს ეძღვნება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და მწერლის იოსებ ჭუმბურიძის წიგნის, „ჩანაწერების კრებული“
წიგნის პრეზენტაცია- განხილვა ოპერის თეატრში ქუთაისის მერის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
ქუთაისის სპორტის მუზეუმში ზურაბ ჯავახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ქუთაისის მერიაში წიგნის-'ქუთაისი გუშინ, დღეს, ხვალ...' პრეზენტაცია გაიმართა.
კომპოზიციის ნაწილის გაუჩინარებას მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ძეგლი მოიპარეს.
სამუშაოებს 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.
ამ დროისათვის სამუშაოების ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მიმდინარეობს.

ამინდი