Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

30 წლის შემდეგ მსოფლიო საკვების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება

თარიღი : 9-06-2016, 11:29 | კატეგორია: სხვადასხვა   
მასშტაბური კვლევების შედეგად, მეცნიერები სამწუხარო დასკვნას აკეთებენ – კაცობრიობა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, საკვების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. საკვების დეფიციტის მიზეზი მსოფლიოს მოსახლეობის გადაჭარბებული ზრდა გახდება.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (Food and Agriculture Organization) მონაცემებით, დღეისთვის მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს. საკვებისა და წყლის დეფიციტს დედამიწის მოსახლეობის ყოველი მეექვსე მკვიდრი განიცდის.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ვითარებას უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობის დაახლოებით 31% იმ საკვების ნარჩენებს ყრის, რაც კიდევ ვარგისია საკვებად.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად დაახლოებით 1.3 მილიარდი ტონა საკვები ნაგავსაყრელებზე ხვდება, გადაყრილი საკვების მეოთხედი კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მსოფლიოში არავინ შიმშილობდეს.

ექსპერტების აზრით, ევროპის თითოეული მოქალაქე ყოველწლიურად 300 კილოგრამამდე ვარგის პროდუქტს ყრის.

ამერიკელი მეცნიერების გათვლებით, იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, 30 წლის შემდეგ შიმშილობა ყოველ მეორე ადამიანს ემუქრება.

commersant.ge


ნანახია: 527-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტამბულში თვითგადარჩენის ტაქტიკა ამოქმედდა.
ამის შესახებ საუბარია 'ოქსფამის' კვლევაში, რომელიც თბილისში მიმდინარე სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო
როგორც ორგანიზაციის ახალ ანგარიშშია ნათქვამი, პლანეტის 10-დან 9 მცხოვრები ცხოვრობს ისეთ რაიონებში, სადაც ჰაერის დაბინძურების
არაოფიციალური მონაცემებით ეს ციფრი კიდევ უფრო მაღალია და 200 000-ს აღწევს.
სტატისტიკის თანახმად, გულის უკმარისობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა.
1-ელ დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილებები 'ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში' ხორციელდება, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ
ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციაზე გაზის ტარიფის გაძვირება გააპროტესტეს.

ამინდი