"პარლამენტის შენობაზე უნდა იყოს აბრა-სააკაშვილის მახინჯი მმართველობის მონუმენტი"
თარიღი : 30-10-2013, 16:01 | კატეგორია: პოლიტიკა

პარლამენტში ხვალიდან იმ საკონსტიტუციო ცვლილების საკომიტეტო განხილვა იწყება, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრას შეეხება.
უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის თქმით, ქუთაისში გადმოსვლით პარლამენტს ბევრი პრობლემა შეექმნა.
„პარლამენტი უბრალოდ ხელ-ფეხ შეკრულია თავის მოქმედებებში იმის გამო, რომ ჩვენ კონტაქტი გვაქვს გაწყვეტილი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ქალაქის განვითარება ერთი შენობის ერთ ადგილას ყოფნით არ განისაზღვრება. ეს იმდენად ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ამაზე არ მგონია რამე არგუმენტი უნდა მოვიყვანო. სულ იმას ვამბობდი, თუ ვინმეს ქუთაისის განვითარება უნდოდა ის 360 მილიონი, რომელიც ამ შენობაზე დაიხარჯა ამ ქალაქს რომ მოხმარებოდა, გარწმუნებთ დღეს სრულიად სხვა ქუთაისში ვიქნებოდით. ეს შენობა სულ დარჩება მაგალითი, მონუმენტი მიხეილ სააკაშვილის 9 წლიანი მართველობისა თუ როგორ შეიძლება ჰაერში გადაიყაროს ფული და ტერორიზებული გყავდეს ბიზნესი. მე სულ ვამბობდი, რომ ამ შენობაზე გარედან უნდა გაეკრას აბრა, სადაც იქნება აღნიშნული, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მახინჯი მმართველობის მონუმენტი. ასე რომ ჩვენ ვერ გადავწყვიტავთ იმას თუ რა იქნება განთავსებული ამ შენობაში, რადგან მას მეპატრონეც კი არ ჰყავს,” –განაცხადა თინა ხიდაშელმა.