Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

თარიღი : 8-06-2016, 18:49 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ქვეპროექტის „წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და გაუმჯობესება ჭიათურაში,“წინასწარი ეკოლოგიური კვლევის საჯარო განხილვა მოეწყო.

შეხვედრას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი წარმართავდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივი მენეჯერი და ასოციაცია ჭიათურელთა კავშირის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

http://www.picz.ge/img/s3/1606/8/a/a9fe8b7cc9d0.jpg


პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
არსებული ქსელის რეაბილიტაცია ; არსებული რეზერვუარების რეაბილიტაცია: ბისი, მემორიალი, ლეჟუბანი, რუსთაველი, პერევისი და ტეხისა; ორი ახალი რეზერვუარის მშენებლობა: ერთი საჩხერე სათავე ნაგებობასთან და მეორე ბისის არსებულ რეზერვუართან; არსებული ძირითადი გადამცემი ხაზის ჩანაცვლება; ორი ახალი ძირითადი გადამცემი ხაზის მშენებლობა საჩხერე-ბისი და პერევისი-ტეხისა; ახალი ჭაბურღილები საჩხერეში;რებილიტაცია და განახლება ცენტრალური სატუმბი სადგურის.

რეაბილიტაცია-განახლება მოიცავს ჭათურის წყალმომარაგების ქსელის რესტრუქტურიზაციას, სისტემის ძველი წყალგადამცემი მილების, რეზერვუარების (6 რეზერვუარი), სატუმბი სადგურის (3) გამოცვლა-რეკონსტრუქციას და 2 ახალი რეზერვუარის მშენებლობას.

პროექტის გამხორციელების შემდეგ, მოსახლეობა ისარგებლებს მაღალი ხარისხის სასმელი წყლის შეუფერხებელი მიწოდებით და გასუფთავებული ჩამდინარე წყლით.

პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ და ხორციელდება შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მიერ.


ნანახია: 2468-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ჭიათურაში წყალმომარაგების პრობლემებს გაერთიანებული
დოკუმენტს ხელი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა და SMK Ulusal Insaat-ის
პირველ ეტაპზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია 37 ქუჩაზე დაიწყო. აქედან, უმეტეს მათგანზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.

ამინდი