Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიაში საჯარო სკოლებში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს

თარიღი : 8-06-2016, 17:01 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები სკოლის დირექტორებს შეხვდნენ.

ქუთაისის საჯარო სკოლის დირექტორებს მერიის სხდომათა დარბაზში სასწავლო წლის დასრულება მიულოცეს და გაწეული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადეს.

როგორც მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ გასული სასწავლო წლის მანძილზე საჯარო სკოლებისათვის რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროგრამა განახორციელა. სხვადასხვა სკოლას გარე ფასადის სამუშაოებისა და სპორტული მოედნების მოსაწყობად წარმოდგენილი პროექტები დაუფინანსდა.

მათივე თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით სკოლებთან სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები და საგზაო ნიშნები დამონტაჟდა. ასევე, მიმდინარე წელს საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადებზე ქუთაისის მერიამ 100-მდე სკოლის მოსწავლე დააფინანსა.


ნანახია: 2079-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შოთა მურღულიამ ყველა პირველკლასელის სასწავლო ოთახი მოინახულა და ყველა ჯგუფს ქართველი კალიგრაფების მიერ შესრულებული ,,გალობანი
მთელი წლის მანძილზე კულტურის განყოფილებამ ასამდე პროექტი დააფინანსა.
ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
საქართველოს განათლების მინისტრმა ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის მერიაში იმყოფებოდნენ.

ამინდი