"ქუთაისში საბოლოოდ მოგვარდება მრავალი წლის მანძილზე არსებული სასმელი წყლის პრობლემა"
თარიღი : 8-06-2016, 14:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის მეორე ფაზას ახორციელებს.
პროექტი სატუმბი სადგურების, რეზერვუარების და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს.
მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ქუთაისის მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა და თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელმა დაათვალიერეს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 86 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო, 2018 წელს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, 200 - მდე ადამიანია დასაქმებული.
"სამუშაოების დასრულების შედეგად, და ქუთაისში საბოლოოდ მოგვარდება მრავალი წლის მანძილზე არსებული სასმელი წყლის პრობლემა. მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით. ასევე, ქალაქში დაგეგმილია წყალარინების სისტემების მოწესრიგება, რისთვისაც, ევროპის საინვესტიციო ბანკმა 100 მილიონი ევრო უკვე გამოყო," - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.