ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იარაღიანი მამაკაცი შეიჭრა
თარიღი : 8-06-2016, 14:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელში" იარაღიანი მამაკაცი შეიჭრა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სხვა ინფორმაციას უწყებაში ამ დროისათვის არ გასცემენ.