Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლიტიკური ტრიბუნა ლექტორის მაგიდის ნაცვლად

თარიღი : 8-06-2016, 14:09 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
პოლიტიკოსი ლექტორები დღეს ქართულ რეალობაში არავის უკვირს, თუმცა ჩნდება კითხვა: რამდენად გამართლებულია ჩაიბარო ახალგაზრდის განათლებაზე ზრუნვა მაშინ, როდესაც პოლიტიკაში აქტიურად ჩართული და აღნიშნულ საკითხში ემოციური ადამიანი ხარ. აქვე გასათვალისწინებელიქ ის ფაქტი, რომ სახელმწიფო სასწავლო დაწესებულება პირველ რიგში ის ადგილია, სადაც პრიორიტეტი ადამიანების ინტერესებს ენიჭება და არა კერძო პირებს. რამდენად იცავენ სტუდენტის ინტერესებს, როცა სტუდენტი იძულებული ხდება მოისმინოს პოლიტიკოსი ლექტორის სილაბუსს აცდენილი აზრები. ფიქსირდება თუ არა მსგავსი ფაქტები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში? ამის გარკვევას Topnews.com.ge შეეცადა.

როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკურად აქტიური წერეთლის უნივერსიტეტში არც ისე ცოტა ლექტორი ასწავლის, მათ შორის კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გია ქობალიანი, „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი, „ლეობორისტული პარტიის“ წევრი ბადრი ფორჩხიძე, პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე და სხვა. ამ ადამიანებს კვირაში რამდენიმე საათით ასობით სტუდენტთან უწევთ შეხვედრა, ასობით სხვადასხვა აზრისა და შეხედულების მოსმენა,თუმცა რა ხდება მაშინ,როცა თავად სტუდენტი ითავსებს მსმენელის ფუნქციას?!

აღნიშნული ლექტორების სტუდენტები Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ მათი ლექტორები პოლიტიკაზე თითქმის არასდროს საუბრობენ, იცავენ სალექციო კურსის მიმდევრობას და თემას არ ცდებიან.

თუმცა არც ის არის გამორიცხული, ზოგიერთი ლექტორი საგნისადმი სტუდენტთა ინტერესმა და თემასთან დაგავშირებით მისმა ფაქიზმა მიდგომამ ხშირად აცდუნოს და ლექციაზე პოლიტიკურ ჭრილში საუბრებმა გაიტაცოს.

ლექტორ გია ქობალიანის ერთ-ერთი სტუდენტი, რომელმაც სახელისა და გვარის დაფიქსირება არ ისურვა, შემდეგს იხსენებს: „მისი ერთ-ერთი ლექციიდან ერთ-ერთი ფრაზა მახსოვს ზუსტად: "იმათ ხელი უნდა მოაჭრა,ვინც "ნაციონალები" შემოხაზა ისევ" -ო. გამეცინა და დამამახსოვრდა",-ამბობს სტუდენტი.

თავად ქობალიანი მისი მხრიდან პოლიტიკაზე თვითნებურად საუბარს უარყოფს. უფრო მეტიც, მისი თქმით, წერეთლის უნივერსიტეტში არ მოიძებნება სტუდენტი,რომელსაც ლექტორი მისი პოლიტიკური შეხედულებებით აწუხებს.

„ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არის ჩემი ცხოვრების მეორე მხარე. როდესაც აუდიტორიაში შევდივარ, იქ არიან სტუდენტები და არის კონკრეტული საგანი. მე არამგონია,რომ ჩემს რომელიმე სტუდენტს ეთქვას, "შეგვაწუხა პოლიტიკური შეხედულებებით"-ო, მაგრამ მე ჟურნალისტებს ვასწავლი და თუკი რომელიმე სტუდენტი მკითხავს რომელიმე საკითხზე, მე ობიექტურად,ადეკვატურად უნდა ვუპასუხო და განვუმარტო, ეს ჩემი მოვალეობაა",-აცხადებს ქობალიანი.

ლექტორებმა რომ პოლიტიკური დამოკიდებულება აუდიტორიის ზღურბლთან უნდა დატოვონ, აღნიშნულზე ყურადღებას პოლიტიკურად აქტიური კიდევ ერთი ლექტორი ომარ ნიშნიანიძეც ამახვილებს.

„როდესაც კითხვას მისვამენ ჩემი სტუდენტები, ბუნებრივია მათ ამ თემებზე ვპასუხობ, მაგრამ ვცდილობ ეს ლექციის ხარჯზე არ იყოს. დამატებით მე მათ ვხვდები. მაგალითად, სტუდენტები მიწვეული მყავდა პარლამენტში. ყოველთვის ვცდილობ მოვუყვანო ჩემი არგუმენტები თუ რატომ ვარ მე პოლიტიკაში და რას ვაკეთებ, ვავლებ ისტორიულ პარალელებსაც,მათ ეს ცოდნას მატებს და სასარგებლოა ეს ახალგაზრდებისთვის, რათა მომავალში განსაღვრონ საით წავლენ, როგორ იქნებიან და ა.შ",–აცხადებს ნიშნიანიძე.

ლექტორის მაგიდის პოლიტიკურ ტრიბუნად გამოყენებას ემიჯნება "ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი.
„მე მაქვს ჩემი სალექციო პროგრამა და შესაბამისად, ლექციას ვატარებ იმ კონკრეტული საკითხის მიხედვით, რა საკითხიც სილაბუსითაა გათვალისწინებული. ლექციაზე ნამდვილად არ ვმართავ მიტინგებს და პოლიტიკურ დებატებს“,–აცხადებს წიტაიშვილი.

სალექციო პერიოდში არა, თუმცა აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის გარეთ წიტაიშვილი მის რამდენიმე სტუდენტთან თანამშრომლობს. სტუდენტები მას პარტიის საიტის გამართვაში ეხმარებიან. როგორც ისინი Topnews.com.ge-სთან საუბრობენ, ლექტორის მხრიდან ლექციაზე რაიმე პოლიტიკური კომენტარი არასდროს გაკეთებულა.

„ლექციაზე ჩვენთვის არასდროს უთქვამს პარტიაში გაწევრიანდითო ან რაიმე მსგავსი. ლექციაზე მხოლოდ საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ,ისიც პროგრამაში შედის და იმიტომ",– აცხადებს სტუდენტი ხატია კლდიაშვილი.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სხვა, არაპოლიტიკოს ლექტორთა აზრი იდენტურია. ლექტორები ლექციაზე პოლიტიკურ აგიტაციებს ემიჯნებიან, თუმცა ლექტორის პოლიტიკურად აქტიუობას გასაკიცხ ფაქტად არ თვლიან.

"უნივერსიტეტში ასწავლიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ლექტორ–მასწავლებლები და ეს ნორმალურია, რადგან ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში. ალბათ, რაღაც დოზით ისინი თავიანთ პოლიტიკურ სიმპათიებს თუ ანტისიმპათიებს ლექციაზე აფიქსირებენ და ამაში არ არსებობს რაღაც კრიმინალური, მაგრამ თუ უნივერსიტეტის კედლებში აშკარაა პოლიტიკური საქმიანობა და პროპაგანდა, ეს მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. უნივერსიტეტი სასწავლო, სამეცნიერო, საკვლევი დაწესებულებაა, ხოლო პოლიტიკური საქმიანობისთვის სხვა ბევრი დარბაზი არსებობს",– განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა ბაჩუკი ფერაძემ.

„ლექტორის უპირველესი მოვალეობაა სალექციო თემატიკის ირგვლივ საუბარი. უნივერსიტეტი, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური ბატალიებისგან. არ უნდა მოხდეს სტუდენტთა პოლიტიკური მანიპულაციები. ლექტორის და უნივერსიტეტის პრიორიტეტი სტუდენტისთვის განათლების მიცემაა და არა მისი პოლიტიზირება რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ",– აცხადებს ლექტორი ნანა შენგელია.

აღნიშნულ საკითხს უფრო მკაცრად უდგება ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ეკა თხილავა. თხილვა თვლის, რომ თუ ლექტორი აუდიტორიას პოლიტიკური კამპანიის ადგილად აქცევს, ეს ფაქტი დასჯადი უნდა გახდეს.

„ვერ ვიტყვით, რომ პროფესორს არ აქვს პოლიტიკური აქტივობის უფლება. ეს მისი პირადი არჩევანია, მაგრამ თუ ის თავის შეხედულებებს თავს ახვევს აუდიტორიას, თუ ის თავისი პარტიის "მოძრავი იდეოლოგიური მანქანაა", მაშინ ეს ფაქტი უკვე შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და საქმე გვაქვს ეთიკის ნორმების დარღვევასთანაც. ამასთან, როცა აუდიტირიაში დგას პოლიტიკურად ანგაჟირებული პროფესორი, სტუდენტთა გარკვეული ნაწილის დისკრიდიტაციაც გარდაუვალია. აუდიტორია არ არის პოლიტიკური და რელიგიური იდეოლოგიისა და საარჩევნო კამპანიის ადგილი! აქ მხოლოდ განათლებას უნდა იღებდნენ ადამიანები. ყველა სხვა შემთხვევა უნდა აიკრძალოს და უფრო მეტიც, დასჯადი გახდეს!“,– აცხადებს ეკა თხილავა.

თავად სასწავლებლის ადმინისტრაციაში მსგავს ფაქტებს ემინებიან და იმ პროცედურებს განმარტავენ, რაც ლექტორის მხრიდან პოლიტიკურ აგიტაციას შეიძლება მოჰყვეს.

„უნივერსიტეტი არის აპოლიტიკური და ნებისმიერ ლექტორს მხოლოდ იმის უფლება აქვს ლექციაზე, რომ თავისი საგანი წაიკითხოს. ამის გარდა როგორ გააკონტროლებ ლექტორს, ეს შეუძლებელია, მაგრამ თუ პოლიტიკური აგიტაციის ან რაიმე მსგავსი ფაქტი მოხდა, არსებობს უნივერსიტეტში „ეთიკის კომისია“. ისინი მიხედავენ და განიხილავენ კონკრეტული ლექტორის საკითხს",– განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა შალვა კირთაძემ.

აღსანიშნავია, რომ წერეთლის უნივერსირტეტს პოლიტიკურად აქტიური ლექტორების გაკონტროლების მცდელობა ერთხელ უკვე ჰქონდა.2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სასწავლებელმა შრომითი ურთიერთობა შეუწყვიტა იმ ლექტორებს, რომლებიც იმ პერიოდში ახლადშექმნილ კოალიცია "ქართულ ოცნება"-სთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. აღნიშნულ პირებს გია ქობალიანი, ომარ ნიშნიანიძე და "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე მანანა მიქაძე წარმოადგენდნენ. ლექტორებმა სასწავლებელში დაბრუნება საპარლამენტო არჩებნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ შეძლეს.

საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ ლექტორების აბსოლუტური უმრავლესობა ლექციაზე პოლიტიკურ აგიტაციას ემიჯნება,სტუდენტები აღნიშნულ თემაზე საუბარს ერიდებიან. უნივერსიტეტი მაინც აცხადებს მზაობას მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად, თუმცა პრობლემის მოგვარება მისი ძიებიდან იწყება. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი ამ ეტაპზე შეუძლებლად მიიჩნევს მოიძიოს და გააკონტროლოს, ითავსებს თუ არა უნივერსიტეტში ლექტორის მაგიდა პოლიტიკოსის ტრიბუნის როლს.


მარუსა ხურციძე


ნანახია: 753-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რამ გამოიწვია და რა მიზანს ემსახურებოდა ამგვარი საქციელი და იყო თუ არა ლექტორის ქმედება არაეთიკური? Topnews.com.ge აღნიშნული
უნივერსიტეტში ამჟამინდელი მონაცემებით 10 000-მდე სტუდენტი სწავლობს, თუმცა მათგან 2753 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, მისმა ოპონენტმა, „ნაციონალმა“ აკაკი ბობოხიძემ ერთ-ერთი
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათ შორისაა როგორც აქტიური, ასევე
როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, შემთხვევა უნივერსიტეტის გარე ტერიტორიაზე მოხდა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ და მათი პრობლემით
'ნაციონალური მოძრაობის' მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში ნიკუშა ნარსია მის კონკურენტს 'ქართული ოცნებიდან' ხალხის იძულებით
გახსნის ცერემონიალზე ახალგაზრდებს გიორგი ჭიღვარიამ და ირაკლი შენგელიამ სიტყვით მიმართეს.

ამინდი