Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 'ვეფხისტყაოსნის' საჯარო კითხვაში არაბი და ნიგერიელი სტუდნეტბი ჩაერთვნენ

თარიღი : 8-06-2016, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
მე-8 წელია, რაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა ეწყობა.

ტრადიცია არც წელს დარღვეულა და უნივერსიტეტის ეზოში აღნიშნული ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა.

საჯარო კითხვის პარალელურად გამოფენილი იყო ფიქრია ჭაბუკიანისა და ლეილა ბარბაქაძის კალიგრაფიული ნაშრომები. ასევე, აწსუ-ს ინოვაციურ ლაბორატორიაში დამზადებული ნაშრომები "ვეფხისტყაოსნის" თემატიკაზე.

http://www.picz.ge/img/s4/1606/8/f/fbf811704cfe.jpg


ღონისძიებაზე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა წაეკითხა მისი ფავორიტი მონაკვეთი ვეფხისტყაოსნიდან. ქუთაისელ ახალგაზრდებთან ერთად, "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვაში ნიგერიელი და არაბი სტუდენტებიც ჩაერთნენ.

"ჩვენ ვცდილობთ, რომ არ დავარღვიოთ შემდგარი ტრადიცია. "ვეხისტყაოსანი" არის ნაწარმოები ,რომელშიც სრულად ჩანს ჩვენი იდენტობა, მენტალობა, მსოფლმხედველობა, ცნობიერება. ამით ვცდილობთ, ახალგაზრდებს "ვეფხისტყაოსნის" მიმართ ინტერესი და სიყვარული გავუღვივოთ,"-განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექორმა გიორგი ღავთაძემ.

ღონისძიება ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.


მარუსა ხურციძე


ნანახია: 1913-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრა უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში 13:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოცხადდა.
იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად არის გამოცხადებული.
წერეთლის უნივერიტეტში აღმოსავლური ენების კათედრა 1991 წელს დაარსდა.
სახელოვნებო კვირეულის დახურვა წერეთლის უნივერსიტეტში.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ამინდი