ხარაგაულში ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თარიღი : 8-06-2016, 12:24 | კატეგორია: ახალი ამბები

ხარაგაული-ღორეშა-უბისის 21 კილომეტრიანი საავტომობილო გზა, რომელიც მუნიციპალიტეტის ცენტრს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო გზასთან აკავშირებს სრულად რეაბილიტირდება.
სამუშაოების ფარგლებში, ხარაგაულიდან ბაზალეთის მიმართულებით 3 კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდა, ხოლო უბისიდან ღორეშის ადმინისტრაციულ ცენტრამდე 6.5 კილომეტრიანი მონაკვეთიდან ერთ კილომეტრს მუნიციპალური განვითარების ფონდი მოაწესრიგებს.
ხარაგაული-ღორეშა-უბისის 21 კმ. გზის შუა ნაწილის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი დაზიანებული და ამორტიზებულია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალური წერილით მიმართა. როგორც ლურსმანაშვილი აცხადებს, ფონდში წარდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, მონაკვეთის მოსაბეტონებლად ტენდერის გამოცხადებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
„21 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია სტიმულს მისცემს მოსახლეობას მცირე მეწარმეობისა და ფერმერული მეურნეობის განვითარებისთის, ასევე ხელს შეუწყობს ტურისტულ აქტივობების გაზრდას ხარაგაულში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ხარაგაული 21 კილომეტრიანი სრულად რეაბილიტირებული, მოწესრიგებული, ალტერნატიული გზით დაუკავშირდება ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს“- აღნიშნავს მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გზის 21 კილომეტრიანი მონაკვეთით მუნიციპალიტეტის 28 000 მაცხოვრებელი ისარგებლებს.
NS