ორი წარმატებული ძმის ისტორია და რეალობად ქცეული ოცნება
თარიღი : 8-06-2016, 10:54 | კატეგორია: ახალი ამბები, რეკლამა

ეს ისტორია ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ორმა ძმამ გადაწყვიტა საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ ექცია. ბევრი ფიქრის შემდეგ, გარისკეს და ქუთაისში თავიანთი ავეჯის სახლი “დესაუ“ გახსნეს.
ქუთაისში ათეულობით ავეჯის მაღაზიაა. შესაბამისად, რთულია მათ პროდუქციასა თუ ფასებს შორის განსხვავების პოვნა. მაგრამ ბაზარზე გამოჩენილი სრულიად ახალი, ინოვაციური სტილის ავეჯის სახლი განსვავებული ფასებით, ხარისხითა და კრეატიულობით მომხმარებელს ბევრი ფიქრის საშუალებას არ აძლევს. ავეჯის სახლი "დესაუ" მომხმარებელს ადგილობრივი თუ უცხოური წარმოების პროდუქციის გარდა, თანამედროვე, ხელნაკეთ ავეჯსაც სთავაზობს.
კარადები, სავარძლები, სკამები თუ მაგიდები ჯერ ფურცელზე იხატება, შემდეგ კი ორ ძმას-ლევან და რეზი როხვაძეებს ნახატი რეალობაში გადმოაქვთ. მათთვის მთავარ მიზანს ხარისხიანი პროდუქციის წარმოება წარმოადგენს. მიზანიც ამართლებს და ავეჯის სახლ "დესაუ"-ს პროდუქციით უკმაყოფილო მომხმარებლის რაოდენობა ნოლის ტოლია.

უფრო ვრცლად იმის შესახებ თუ რატომ უნდა აირჩიოთ თქვენი კომფორტის გარანტად ავეჯის სახლი "დესაუ" და რა განსხვავებულ სერვისსა და ხარიხს სთავაზობს ის მომხმარებლებს, ამაზე Topnews.com.ge-ს ავეჯის სახლის დამფუძნებელი ლევან როხვაძე ესაუბრება.
როგორ დაიწყო ძმების საქმიანობა და როგორ შექმენით ავეჯის სახლი "დესაუ"?
-თავდაპირველად ძირითადად ქუთაისში შემოტანილ და ადგილობრივ ავეჯს ვაწყობდით. შემდეგ გაგვიჩნდა სურვილი, რომ თავად გვეკეთებინა ეს საქმე. მე და ჩემმა ძმამ რეზიმ ავიღეთ ფართი და დავიწყეთ ნელ-ნელა განსხვავებული მოდელების შექმნა. თავდაპირველად სირთულეები რა თქმა უნდა, იყო, როგორც ზოგადად ხდება. რთული აღმოჩნდა, რომ ბაზარზე ახალ სახეს მოეპოვებინა ნდობა ავეჯის დამამზადებელ სხვადასხვა საწარმოსთან, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი მწყობრში ჩადგა და ახლა აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან. შევიძინეთ ერთგული კლიენტებიც და ბაზარზე შევიტანეთ სრულიად ახალი, თანამედროვე დიზაინის პროდუქცია. გარდა იმისა, რომ ჩვენს ავეჯის სახლში იყიდება მზა სამზარეულო, საძინებელი, საოფისე ავეჯი თუ სხვა, კლიენტებს ვთავაზობთ ადგილზე, ჩვენს მიერ, ჩვენი ან თავიანთი სასურველი დიზაინით დამზადებულ ავეჯსაც. ერთი სიტყვით, ავეჯის სახლი "დესაუ" მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე, მუშაობს შეკვეთებზეც.
რომელ ქვეყნებში დამზადებულავეჯს თავაზობს "დესაუ" მომხარებელს?
-გვაქვს ადგილობრივი წარმოების ავეჯი. როგორც მოგახსენეთ, საკუთარი დიზაინითაც ვქმნით ავეჯს. უცხოეთში საკმაოდ ბევრ ობიექტთან ვთანამშრომლობთ. მაგალითად, ჩამოგვაქვს არაბული, დუბაის, ეგვიპტური, უკრაინული, მინსკის, რუმინეთის ავეჯი და სხვა. ადგილზე ავეჯის დამზადებას მე და ჩემი ძმა ვკურირებთ. ჩვენს მიერ ხელნაკეთ ავეჯთან მუშაობის პროცესი ძირითადად ასეთია: ხშირად უცხოურ მოდელებს ვიღებთ და მასში ჩვენი სტილით კორექტირება შეგვაქვს, შემდეგ კი ამ ყველაფერს საკუთარ "ცეხში" ვამზადებთ და სრულიად ახალ სახეს ვაძლევთ.
რატომ უნდა აირჩიოს მომხარებელმა თქვენი ავეჯის სახლი?
-პირველ რიგში ვცდილობთ ხარისხი და კომფორტი მაქსიმალურად შევუთავსოთ ერთმანეთს და ეს გამოგვდის კიდეც. ჩვენ სკამზეც, მაგიდაზეც, სავარძელზეც, სამზარეულოზეც, ყველაფერზე ვიძლევით გარანტიას. გარანტია იწყება ერთი წლიდან. თუ კი რაიმე დაზიანდება, მივდივართ ადგილზე და საკუთარი ხარჯებით ვუკეთებთ რესტავრირებას და ვაახლებთ ნებისმიერ ნივთს. ასევე, ჩვენთან ნივთი გასაყიდ ფასში შედის ობიექტზე. ობიექტზე მიტანა, ატანა და აწყობაც, ანუ რეალურად ის სერვისი, რასაც სხვა მაღაზიები დამატებითი ხარჯებით სთავაზობენ კლიენტს, ჩვენთან ერთ სრულ პაკეტში შედის და თან უფასოდ. გარდა იმისა, რომ "დესაუ"-ში მუშაობს ამ სფეროში გამოცდილი პერსონალი, მათ შეუძლიათ ნებისმიერ მომხმარებელს გაუწიონ კონსულტაცია, ურჩიონ რომელი მოდელი და რომელი ხარისხი სჯობს მათთვის, რომელ ფერს რომელი ფერი უხდება და ა.შ. ჩვენი ავეჯის სახლი მთლიანად ორიენტირებულია კლიენტის ინტერესებზე.

რა ხარისხისაა ადგილობრივი წარმოების თუ თქვენს მიერ ხელნაკეთი ნივთები?
-ვმუშაობთ, როგორც ადგილობრივი, ისე გერმანული და თურქული ტყავებით. ხის მასალაც მრავალფეროვანია: ფიჭვი, წაბლი და ნიგოზი. ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ სახლისთვის ან ოფისისთვის პროდუქციას, ასევე ვიღებთ შეკვეთებს და ვერანდებისთვის თუ კაფე-ბარებისთვის ვამზადებთ სპეციალური დიზაინით შექმნილ სკამებსა თუ მაგიდებს. ასევე, ვამუშავებთ მინებსაც. სულ მალე დავამატებთ ახალ სერვისს, როდესაც კლიენტი მოვა შეკვეთით, თავადვე შეეძლება მის მიერ არჩეული სასურველი ნივთისთვის აარჩიოს მასალა და უყუროს კიდეც მის დამზადებას.

ცნობისთვის, ავეჯის სახლი "დესაუ" ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას N47-ში (ე.წ.სამტრედიის ხიდთან) მდებარეობს. უახლოეს მომავალში ისინი გაფართოებასა და მდებარეობის შეცვლას გეგმავენ.
R