Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სავალდებულო-სამხედრო სამსახურის შესახებ ხშირად დასმული კითხვები

თარიღი : 7-06-2016, 18:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო-სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა მიმდინარეობს. როდემდე გაგრძელდება გაწვევა? რა ასაკის ადამიანები ექვემდებარებიან მას? დროის რა მონაკვეთს გაატარებენ წვევამდელები სავალდებულო-სამხედრო სამსახურში? ამ და სხვა კითხვებზე topnews.com.ge-ს ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსმა ვალერი ყენიამ უპასუხა.

ბატონო ვალერ, წელიწადში რამდენჯერ ხდება სავალდებულო-სამხედრო სამსახურში გაწვევა ?

წვევამდელების გაწვევა, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2016 წლის 1 თებერვლიდან დაიწყო. გაწვევა წელიწადში ორჯერ ხორციელდება და ორ ეტაპად მიმდინარეობს. ეს არის საგაზაფხულო და საშემოდგომო ეტაპი. ამჟამად საგაზაფხულო გაწვევა ხორციელდება და ის ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.

რა ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან სავალდებულო სამსახურში გაწვევას და რამდენია ამ ეტაპზე მათი რაოდენობა ?

გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან. ამჟამად სხვადასხვა დანაყოფში 52 წვევამდელია ჩარიცხული, ხოლო ჩასარიცხია კიდევ 32 წვევამდელი.

რას ითვალისწინებს კანონი იმ შემთვევაში თუ წვევამდელი არ გამოცხადდება კომისარიატში?

წვევამდელი იღებს უწყებას და ის ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც თუ მისი ოჯახის წევრები: დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ან ძმა ოჯახის სრულწლოვანი წევრები ინფორმირებულები იქნებიან წვევამდელის ჯარში გაწვევის საკითხზე გაგზავნილი წარმომადგენლების მეშვეობით. წარმომადგენელი მათ განუმარტავს ვიზიტის მიზეზს. წარადგენს დოკუმენტს. აქ დატანილი იქნება თარიღი, დრო, ასევე საჭიროა ხელმოწერა უწყების ჩაბარების თაობაზე. თუ მოქალაქე გამწვევ კომისიაზე არ გამოცხადდება, ეს ადმინისტრაციულ ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით ითვალისწინებს.

რა სახის სამედიცინო შემოწმება უტარდებათ წვევამდელებს და რა შემთხვევაში ხდება ე.წ ,,დაბრაკვა"-?

წვევამდელი სამხედრო გაწვევის სამსახურში აუცილებლად უნდა გამოცხადდეს. გამწვევი კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას მისი სამხედრო სამსახურში გაწვევის თაობაზე. ამის შემდგომ ისინი გადაყვანილი იქნებიან თბილისში სამედიცინო-საექსპერტო კომისიაზე. რაც შეეხედა ე.წ დაბრაკვას, დამოკიდებულია იმაზე, თუ ექიმის მხრიდან რა პრობლემები დაუდგინდება წვევამდელს.

რა პრინციპით ხდება წვევამდელების გადანაწილება სხვადასხვა უწყებაში და ითვალისწინებთ თუ არა წვევამდელთა სურვილს?

წვევამდელთა სურვილი გათვალისწინებულია, თუმცა დანაყოფები, რომლებშიც მათ უნდა გაიარონ სავალდებულო-სამხედრო სამსახური, თვითონვე გააკეთებენ შერჩევას. წვევამდელი გადის სამედიცინო კომისიას. ასევე, ანალოგიურად გადის გასაუბრებას, სადაც ყურადღება ოჯახურ მდგომარეობას, ნასამართლეობას ექცევა.

როგორც ვიცით, წვევამდელს შეუძლია სამხედრო ვალდებულება მოიხადოს არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურში. როგორ ხდება ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში მოხვედრა?

წვევამდელს რომელსაც აქვს ალტერნატიული სამსახურის გავლის სურვილი, მოდის სამხედრო სამსახურში და აკეთებს განცხადებას. ალტერნატიული და სამხედრო სამსახურის მოხდის ვადა კი ერთმანეთს ემთხვევა.

რა შემთხვევაში არ იძახებენ მოქალაქეს სავალდებულო-სამხედრო სამსახურში?

თუ ის სწავლობს, სტუდენტია, არის დედისერთა, თუ მას აქვს ჯანრთელობის მძიმე მდგომარეობა და ა.შ.

შეექმნება თუ არა წვევამდელს პრობლემები საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებაში თუ ის სამედიცინო შემოწმებაზე დაიწუნებენ?
კანონის თანახმად, ამ შემთხვევაში საჯარო სამსახურში მუშაობის საშუალება მოქალაქეს ეზღუდება.




ნათია სვანიძე


ნანახია: 1108-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჯარში გაწვევიდან თავისუფლდებიან. სტუდენტები, დედისერთები, ორშვილიანები
რა ტიპის ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ და გათვალისწინებულია თუ არა რაიმე სახის მოსაკრებელი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისათვის?,-ამ
პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა, რომლის ავტორიც მოქალაქე ირინე ბარბაქაძეა.
შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.
კომპოზიციის ნაწილის გაუჩინარებას მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ძეგლი მოიპარეს.
სამუშაოებს 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.
ამ დროისათვის სამუშაოების ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მიმდინარეობს.

ამინდი