ქუთაისის მერის ბოდიში-რით ხსნის მურღულია გადათხრილი გზების არსებობას?
თარიღი : 7-06-2016, 17:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
შოთა მურღულია საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსთან ერთად, მისასვლელ გზებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, მისასვლელ გზებზე მიმდინარე პროექტებს მერია სრულად აფინანსებს. მათივე თქმით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,არადანი“ ასრულებს და ის იმ ტერიტორიებზე მიმდინარეობს, სადაც ეზოები კეთილმოეწყო.
,,ქუთაისში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს წყლის სისტემების რეაბილიტაცია, რაც ზოგჯერ მოსახლეობისათვის დისკომფორტს ქმნის. ასევე, სამუშაოების შესრულების დროს მისასვლელი გზები იკეტება. მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი, რადგან ამის გამო ხშირია შეფერხებები.
ქუთაისში კორპუსებთან მისასვლელი 55 გზა კეთდება. სამუშაოების 30-35% უკვე შესრულებულია. ამას გარდა, ქალაქში რამდენიმე პროექტი ხორციელდება, რაც ჯამში საკმაოდ მოცულობითია. ქუთაისში ამდენი რამ ბოლო 25 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა,"-განაცხადა შოთა მურღულიამ.