ბიძინა ივანიშვილი-რეგიონალურ ხელისუფლებას კვალიფიკაციის პრობლემა აქვს
თარიღი : 7-06-2016, 16:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

რეგიონულ ხელისუფლებაში კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვის თანახმად, ბიზნესმენები ხშირად აღნიშნავენ, რომ მოიხსნა პოლიტიკური წნეხი, თუმცა ძალიან ბევრი ბარიერი ხვდებათ ბიუროკრატიის თვალსაზრისით დაბალ და საშუალო სახელისუფლებლო რგოლებში, ხოლო რეგიონებში უფრო მძიმე მდგომარეობაა და დაბალ და საშუალო სახელისუფლებო რგოლებში ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად.
”რაც შეეხება რეგიონალურ ხელისუფლებას, დაგეთანხმებით, რომ კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს და უნდა იყოს კიდეც. გუნდის ბევრი წევრი იყო წინააღმდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც კბილებით გავიტანეთ. დღესაც ძალიან ბევრი შფოთავს, რომ გამგებელს ვერაფერს მოუხერხებ და არაფერი ესმის, თან ამ დროს არაფერი იცისო. საიდან გინდა მოიყვანო ამდენი მცოდნე გამგებელი? მაგრამ თუ გინდა რომ იყოს მომავალში ეს უბედურება უნდა ავიტანოთ, ამ სიტუაციაში ვმართავთ და მთავრობის ეფექტიანობის თვალსაზრისით რეიტინგებში გვაქვს მაქსიმალური შედეგი. პრემიერობის დროს რამდენიმე გამგებელთან შეხვედრა მქონია. პრემიერ-მინისტრობისას რამდენიმე გამგებელს შევხვდი. გამგებლები მეუბნეოდნენ ამა თუ იმ საკითხზე თუ უფლებას მომცემთ, მე კი ვეუბნეოდი, რომ კანონით უფლება ჰქონდათ, თუმცა ამას ვერ აცნობიერებდნენ. ამის გაცნობიერების პროცესი მიდის. ზოგმა ზედმეტად გამოიყენა ეს უფლებამოსილება, მაგრამ ზოგს ამის მოსმენა არ უნდა, რადგან არჩეულია და ხელს ვერავინ შეახებს. აკლიათ კვალიფიციურობა, მართვის გამოცდილება არ აქვთ და არ იციან ეკონომიკა. დღეს მთავრობა არის მაქსიმალურად ხალხის სამსახურში. ადრე იყო მთავრობა, რომელიც გვიმსახურებდა მთელ საზოგადოებას, დღეს გვყავს მთავრობა, რომელსაც ხალხი აკონტროლებს, ხალხს უსმენს და ვერავინ იტყვის რომ კორუფციაა”, - განაცხადა ივანიშვილმა.