Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი, შესაძლოა წყლის მოწამვლის საფრთხის წინაშე იდგეს

თარიღი : 7-06-2016, 13:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ სოლომონ I-ის ქუჩაზე ბრიფინგი გამართა.

წულაიამ ბრიფინგი მოსახლეობის იმ პრობლემებს მიუძღვნა, რომლებიც მათ თვეებია აწუხებთ და რომლის მოსაგვარებლადაც ყურადღებას არავინ იჩენს.

სოლომონ I-ის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც აღნიშნულ ქუჩაზე არსებულ მდგომარეობას შეიძლება მოჰყვეს. მათივე თქმით, რამდენიმე თვეა, რაც სოლომონ I-ის N14-ის წინ ასფალტის საფარიდან წყალი მოედინება, რომელსაც თან ფეკალური მასების სუნი ახლავს.

„აქ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, წყალმა დენა დაიწყო. ამ წყალს საზიზღარი სუნი აქვს. როგორც ჩანს კანალიზაციაც ერევა. დავრეკეთ ცხელ ხაზზე და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშიც ვიყავით მისული. გვითხრეს, რომ მივხედავთო, ხანაც გადადეს ჩვენი საქმე არააო. უკვე აღარ ვიცით ვის უნდა მივმართოთ. ამ ტერიტორიაზე არის სამედიცინო დაწესებულება და რამდენიმე სასტუმრო. აქ კი ანტისანიტარიაა, სიბინძურის კერაა. ტურისტები მოძრაობენ ამ ადგილას და ეს სამარცხვინო ფაქტია. სამუშაოებზე ამდენი ხარჯია გაწეული და უხარისხოდ არის გაკეთებული. წყალში გადაყრილი ფულია,"-განაცხადა ადგილობრივმა გიორგი ცირეკიძემ.

„შარშან გამოცვალეს მილები, დააგეს ასფალტი და რამდენიმე თვეში წყალმა ამოხეთქა. კარგი, არ ადარდებს ხელისუფლებას,რომ ბიზნესი არ ვითარდება და დარტყმის ქვეშაა,მაგრამ აქ არის ფეკალური მასის სუნი და მოედინება წყალიც, სად არის გარანტი იმისა,რომ ეს ორი არ ერევა ერთმანეთში და ქვემოთ რომელიმე მოსახლეს არ მიეწოდება მომწამლავი წყალი? მოვუწოდებ ქალაქის მერიას და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, კეთილი ინებონ, მოვიდნენ აღმოაჩინონ მიზეზი და მოსახლეობა დაიცვან მოწამვლისაგან“,-განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ.

http://www.picz.ge/img/s4/1606/7/f/f9c52c1bb71e.jpg

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალმა topnew.com.ge თბილისთან გადაამისამართა, რომელთაც აღნიშნულ ფაქტზე განაცხადეს, რომ მსგავს პრობლემაზე მათთან განცხადება არ შესულა. სამუშაო გუნდი კი უკვე გასულია ობიექტზე.

http://www.picz.ge/img/s2/1606/7/2/28a7886ef3e5.jpg


„სოლომონ პირველის ქუჩაზე უკვე გასულია ჩვენი ტექნიკური სამსახური. ადგილზე მოხდება დაზიანების მოკვლევა და ამის შემდეგ ოპერატიულად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. წყლის პრობლემა მანამდე არ ყოფილა დაფიქსირებული.აქ არ არის კანალიზაციის პრობლემა.ამ ეტაპზე მხოლოდ წყლის პრობლემაა“,- განაცხადა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სასახურის უფროსმა ნინო რამიშვილმა.


მარუსა ხურციძე


ნანახია: 2250-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წულაიას თქმით, თვეებია ქალაქში სხვადასხვა ადგილას წყალი იღვრება, რასაც ყურადღებას არავინ აქცევს.
ქუთაისში, დეპოს ქუჩის მცხოვრებლები საკანალიზაციო სისტემის არარსებობას უჩივიან.
მოსახლეობა წყალმომარაგების კომპანიისგან ყურადღებას ითხოვს.
ქუთაისში, მაისურაძის ქუჩაზე ახლად დაგებული გზა წყალმა დააზიანა.
ყვითელი შეფერილობის მატლებიანი წყალი ქუთაისში, ანჯაფარიძის 19 ნომერში მაცხოვრებლებისათვის ჩვეული მოვლენაა.

ამინდი