ქუთაისში სანიაღვრე ქსელების გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი : 7-06-2016, 13:19 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" სანიაღვრე ქსელების სარეაბილიტაციო და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

პირველ ეტაპზე, "სპეციალურმა სერვისებმა" ჭავჭავაძის გამზირზე სანიაღვრე ქსელის გაწმენდითი სამუშაოები უზრუნველყო და ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა.

ასევე, აღნიშნულმა სამსახურმა ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ღვარსადენის მაგისტრალში ახალი მილები განათავსა.