Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი რამდენიმე სოფლისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს

თარიღი : 7-06-2016, 12:47 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხვალ, 8 ივნისს, ქობულეთში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დასავლეთ საქართველოს სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას გეგმავს.

სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით განხორციელდება და მას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი დაესწრება.

განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების მიმდინარეობის შეფასება.

კობა ლურსმანაშვილი შეხვედრაზე მთის საბჭოს წევრებთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის (ნადაბური, ზვარე, ჩრდილი) მაღალმთიანი დასახლების სტატუსის აღდგენაზე ისაუბრებს.

როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, კობა ლურსმანაშვილს დაგეგმილი აქვს, სოფლების ერეთისა და ბჟინევის, მომავალში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებაც დააყენოს საკითხი.


ნანახია: 2188-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2018 წლის პირველი იანვრიდან კი სოფელ ბჟინევის მოსახლეობა საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრეს.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ჯამში 1681 დასახლებას აქვს.
აღნიშნული სტატუსის მატარებელი ბაღდათში -ხანი, ხოლო ხარაგაულში-ზვარე, ჩრდილი და გედსამანია გახდა.
შეხვედრისას მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხის მოგვარებაზეც იმსჯელეს.
ამ დრომდე მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1718 სოფელს აქვს მინიჭებული.

ამინდი