რატომ მოხდა ქუთაისში ატრაქციონების დემონტაჟი?-ქალაქის მერიის განცხადება
თარიღი : 7-06-2016, 11:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ატრაქციონების დემონტაჟთან დაკავშირებით, ქალაქის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, საბავშვო ატრაქციონების შეძენა-მონტაჟზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ატრაქციონების მონტაჟი ხელშეკრულების პირობების დარღვევით შეასრულა.
"ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, საბავშვო ატრაქციონების შეძენა - მონტაჟზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯეო პარკს 2016 წლის 29 მარტს გაუფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N129 ხელშეკრულება.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჯეო პარკს“ უნდა შეეძინა და დაემონტაჟებინა ქალაქ ქუთაისში მითითებულ მისამართებზე 12 ერთეული საბავშვო ატრაქციონი, რომელიც გათვლილი იქნებოდა 6-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის და დააკმაყოფილებდა იმ ტექნიკურ მახასიათებლებს, რაც მოთხოვნილი იყო სატენდერო წინადადებაში. მიმწოდებლის მიერ ჩამოტანილი და დამონტაჟებული იქნა ატრაქციონები ხუთ მისამართზე, ტექნიკური დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი აზომვების ჩატარებამდე.
როდესაც სამსახურის სპეციალისტების (ინსპექტირების ჯგუფის წევრები) მიერ განხორციელდა ატრაქციონების მონაცემთა შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულების მოთხოვნებთან მიმართებაში, აღმოჩნდა, რომ შემოტანილი და დამონტაჟებული საბავშვო ატრაქციონები შედარებით მცირე ზომის იყო და არ აკმაყოფილებდა სატენდერო წინადადების მოთხოვნებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ეცნობა მიმწოდებელს, რომელმაც ყველა მისამართზე განახორციელა ატრაქციონების დემონტაჟი. შ.პ.ს ,,ჯეო პარკმა“ უნდა შეიძინოს და დაამონტაჟოს ატრაქციონები, რომელთა მონაცემები შეესაბამება ხელშეკრულების მოთხოვნებს," - ნათქვამია განცხადებაში.