Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს ქუთაისი ტურისტებს?

თარიღი : 6-06-2016, 20:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
ქუთაისში ტურისტთა რაოდენობა ბოლო 3 წლის განმავლობაში თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. ვიზიტორების ზრდასთან ერთად, ქალაქში სასტუმროების ნაკლებობის პრობლემა დადგა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის გარკვეულ უბნებში ე.წ ‘ჰოსტელები’ ანუ საოჯახო ტიპის სასტუმროები თითქმის ყოველ მესამე სახლში გვხვდება, მათი რაოდენობა ტურისტთა რაოდენობის შესაბამისი არ არის.

ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე და მის გარეთ მრავლადაა სასტუმროები, რომელთაც ხანგრძლივი ვიზიტით ტურისტები ხშირად სტუმრობენ, თუმცა ის ადამიანები,რომლებიც სულ 2-3 დღით არიან ქალაქის სანახავად ჩამოსულნი ღამის გათევას შეღავათიან ფასად ცდილობენ, ყოველთვის‘ჰოსტელებს’ ირჩევენ.

სასტუმროების სტანდარტული ოთახის ფასები ქუთაისში მინიმუმ 20-დან 50 დოლარამდე მერყეობს. საოჯახო ტიპის სასტუმროში იგივე ‘ჰოსტელებში’ ღამის გათევა კი 10 დოლარიდან იწყება. სერვისებიც, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. მაგალითად, ერთ-ერთი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ტურისტებსა თუ ნებისმიერ მსურველს შემდეგ სერვისს სთავაზობს:

უფასო ინტერნეტი (უკაბელო);
კონდინციონერი;
ცენტრალური გათბობის სისტემა;
სააბაზანო ოთახი;
აივანი;
საფოსტო მომსახურება;
სეიფი;
სამრეცხაო;
პლასტიკური ბარათით გადახდა (საბანკო ტერმინალი);
უფასო ავტოსადგომი;
ღია ტერასა;
ტრანსფერები აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი;
ტაქსის გამოძახების სერვისი;
ტურების და ექსკურსიების ორგანიზება;
გიდი / ექსკურსიამძღოლი;
თარჯიმანი;
ავია ბილეთების დაჯავშნა;
ბილეთების დაჯავშნა ღონისძიებეზე;
კაფე და ბარი.

აღნიშნული სერვისი ან უფრო მეტი ყველა იმ სასტუმროს გააჩნია, რომელსაც სასტუმროს სახელი და 2-ზე მეტი ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. თუმცა, ბევრად დიდი განსხვავება არ არის ზემოთ აღნიშნულ შედარებით ძვირადღირებულ სასტუმრო ოთახსა და რიგით ჰოსტელს შორის, რომელიც ღამეში 10 დოლარად შემდეგ ძირითად მომსახურებას სთავაზობს ვიზიტორებს.

უფასო ინტერნეტი (უკაბელო);
კონდიციონერი;
ცენტრალური გათბობის სისტემა;
სააბაზანო ოთახი;
აივანი;
ბუხარი;
საფოსტო მომსახურება;
სამრეცხაო;
უფასო ავტოსადგომი;
ღია ტერასა.

განსხვავება ამ ორი სასტუმროს პირობებს შორის ხარისხი და ფასია. მოგზაური ტურისტი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი მხოლოდ ღამის გათევაა, ჰოსტელს ირჩევს, ხოლო მათთვის, რომელთაც ფინანსებიც ხელს უწყობს და თან უმაღლესი დონის სერვისი პრიორიტეტულია-სასტუმროს. გემოვნებაზე არ დაობენ. შესაბამისად, ქალაქში მოხვედრილი ტურისტი სასურველ სასტუმროსა და სასურველ მომსახურეობას საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით ირჩევს.


მარუსა ხურციძე


ნანახია: 3159-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო მუზეუმის ძველი შენობისა და ყოფილ რესტორან „თოლიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს
სასტუმროს ინფრსტრუქტურა 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს მოიცავს.
ქუთაისში ყველაზე მეტი ტურისტი პოლონეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან, ჩეხეთიდან და უნგრეთიდანაა.

ამინდი