ხარაგაულში ასფალტზე ხატვის კონკურსი გაიმართა
თარიღი : 6-06-2016, 18:58 | კატეგორია: ახალი ამბები

ხარაგაულში, კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტზე ხატვის კონკურსი გაიმართა.

კონკურსში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სამხატვრო წრის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვების შექმნილი ნახატებისაგან ჟიურიმ 4 საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია.

გამარჯვებული ნახატის ავტორები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. კონკურსში მონაწილე ყველა ბავშვს საჩუქრები და სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
ასფალტზე ხატვის კონკურსი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის, მაია ბლუაშვილის თქმით, აღნიშნული კონკურსი ყოველწელიწადს, ტრადიციულად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება.