ქუთაისელი ბიზნესმენი:ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა გაადაარჩინა,ჩემთვის ბიძინა სხვა ავტორიტეტია

ბიზნესმენი ამბერკი დვალიშვილი ბოლო დროს ქვეყანაში და ქალაქში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ განცხადებას აქვეყნებს.
Topnews.com.ge აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,მე, როგორც პარტია "ქართული ოცნების" წევრი, პარტიის ყოველგვარი ქებისა და პოლიტიკური გათვლების გარეშე, ვაფიქსირებ ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას. ვინმემ არ იფიქროს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გამო ვაქვეყნებდე ამას, პირიქით, ამის არანაირი სურვილი არ გამაჩნია. უბრალოდ, დღეს ჩემს ქალაქში მიმდინარე მოვლენებზე შემტკივა გული. ავღნიშნავ ერთ რამეს, რომ პარტიაში 2012 წელს, არჩევნებში გამარჯვებამდე მოვედი მაშინ, როცა დიდი ბრძოლები გვქონდა გადასატანი. არც ერთს არ ვიცნობდი "ოცნების" პარტიის წევრებიდან, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დიდი სიმპათიისა და კაცური დამოკიდებულების გამო გადავწყვიტე მათი გუნდის წევრი ვყოფილიყავი, რადგანაც ჩემთვის ბატონი ბიძინა სხვა ავტორიტეტია. ჩემთვის განსაკუთრებით სავალალოა ქუთაისში დღეს არსებული მდგომარეობა, რადგანაც თუ ვინმემ მერიაში ან გუბერნიაში ფეხი შეადგა, ყველას მაჟორიტარი დეპუტატობა მოუნდა. რეალურად კი ამ ქალაქში პოლიტიკური წონის მქონე ავტორიტეტი არ არის და არც იკვეთება. პარტია "ქართული ოცნებისათვის" კი აუცილებელია მოიძებნოს ქუთაისისთვისაც და ქუთაისელებისთვისაც მისაღები კანდიდატურა. ქუთაისი სხვა სპეციფიკის ქალაქია, აქ ბევრ ნიუანსს ექცევა ყურადღება- ოჯახს, ნათესაობით წარმომავლობას- ვინ იყო დედა, მამა,ბაბუა, თითოეულ ნათქვმ სიტყვასაც კი. ამ ქალაქში არაფერი იმალება და ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის. თუმცა, ქუთაისს ის თვისებაც აქვს, რომ კარგის მაკეთებელსაც ვერ აფასებს. შეიძლება უცებ დაივიწყონ გაკეთებული კეთილი საქმე და სრულიად დაუმსახურებლად სხვა გააღმერთონ- საზოგადოებისთვის მიუღებელ ადამიანებს ,,უდგამენ ძეგლებს“. ამას კარგად ეწყობა აკაკის ნათქვამი, რომ ,,შურმან სახლისა შენისამ შემჭამა მე- ეს ფსალმუნი იერუსალიმში კი არა ქუთაისში უნდა იყოს დაწერილიოო“.
დღეს, წინასაარჩევნო დაძაბული სიტუაციის გათვალისწინებით, პოლიტიკური კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია ვის სურს ქუთაისის მაჟორიტარობა და მათ შორის არიან ადამიანები, რომლებზეც საარჩევნო ყუთამდე მისასვლელადაც არ ღირს დროის დაკარგვა. ზოგიერთის ოჯახის წევრებიც კი ოჭოჭმანებენ ხმის მიცემაზე. არც ვურჩევ კიდევ ერთხელ მოიჭრან თავი და სახელი შეირცხვინონ, ეყოთ რა დოზითაც მიაღწიეს ამას. საზოგადოებაში და თავიანთი მოღვაწეობის კარიერაში საბოლოოდ ნუ დაიჭედებენ ლურსმანს. ხვალ ქუჩაში უნდა გამოხვიდე და გამარჯობა უნდა თქვა და ეს მისალმება კაცური უნდა იყოს და არა ბოღმიანი, მაგრამ არსებობს კატეგორია, რომელთაც სახეში რომ აფურთხო, მოიწმენდენ და ვითომც არაფერი, განაგრძობენ, ისე გააგრძელებენ ცხოვრებას.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს-ადამიანები, რომლებიც დღეს მას ებრძვიან, მათაც ძალიან კარგად იციან ბიძინას დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე, მაგრამ ბოღმა ახრჩობთ- ესაა ქართველი კაცის ბუნება. ჩვენ წარმატებული კაცი არ გვიყვარს. თუმცა, გულში ისინიც აღიარებენ ძლიერი ადამიანის თვისებებს. ჩემთვის ბოღმიანი და ღვარძლიანი კაცი ყოველთვის მიუღებელი იყო. ადამიანი მისი სიტყვის პატრონი უნდა იყოს. არა აქვს მნიშვენელობა 40 მანეთი გექნება თუ 40 მილიონი ქონება, კაცი ყოველთვის კაცად უნდა დარჩეს. ბიძინა ივანიშვილს მე როგორც მამულიშვილს, ქვეყნის გვერდით მდგომელს, გაჭირვებულის ფეხზე წამომყენებელს ვცემ პატივს და არა იმიტომ, რომ მდიდარია. კარგი კაცები არაფრის მქონეც მინახავს და მდიდარიც, მაგრამ არაკაცები მდიდრებიც ბევრი მინახავს და ღარიბებიც. მე ვიდექი ბიძინა ივანიშვილის გვერდით. ამას ხმამაღლა ვამბობ და ყოველთვის ვიტყვი. ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩემი ქვეყანა, ჩემი ერი და მათ შორის, მეც და ჩემი ოჯახიც გადაარჩინა," - აცხადებს ამბერკი დვალიშვილი.