'ხმები 'ყინულის მოედნის' გაუქმების შესახებ არასწორია და ემსახურება მიზანმიმართულ პროვოკაციას'
თარიღი : 6-06-2016, 15:43 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერია ყინულის მოედნის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს.
,,ქუთაისში ყინულის მოედანი არ უქმდება. ის დაექვემდებარა ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას, როგორც სხვა სპორტული სკოლები.
აღნიშნული ქმედების გამო, მნიშვნელოვნად მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, რაც აისახება მხოლოდ მენეჯმენტში არასწორად გაწერილი და გაბერილი შტატებითა და სახელფასო განაკვეთით არსებული მდგომარეობით.
რაც შეეხება სპორტულ ჯგუფებს, დაგეგმილ შეჯიბრებებსა და ნებისმიერ აქტივობებს ყველაფერი უცვლელად დარჩება. ბავშვებისათვის ყველა სერვისი ისევ იქნება უფასო.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გავრცელებული ხმები „ყინულის მოედნის“ გაუქმების შესახებ არასწორია და ემსახურება მიზანმიმართულ პროვოკაციას,"-ნათქვამია განცხადებაში.