Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მუსიკალური ჯგუფი ვანიდან 'ოქროს ტალღაზე' წარსდგება

თარიღი : 6-06-2016, 14:26 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში არსებული ჯგუფი „არგო“ „ოქროს ტალღაზე“ მიიღებს მონაწილეობას. ის კონკურსზე ორი ნომინანტი სიმღერითაა წარდგენილი. ერთია დუეტი ლაშა რამიშვილთან – „წამის მეასედი“, ხოლო მეორე სოლო სიმღერა-„ადამიანო“.

,,ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ორი სიმღერა ნომინანტებს შორისაა. ერთია დუეტი ლაშა რამიშვილთან, რომლის მუსიკა ჯგუფს ეკუთვნის, ტექსტი კი ვანო კორძაძეს, „ადამიანო“-სთვის მელოდია ასევე ჩვენი შექმნილია, ტექსტი კი – ქრისტინე ბახტაძის გახლავთ. კარგია, რომ ამ კონკურსით სოლო შემსრულებლებსა თუ ანსამბლებს თავის წარმოჩენის საშუალება ეძლევათ. ყველას აქვს შესაძლებლობა, საზოგადოებას კარგად გააცნოს საკუთარი ნამუშევარი. ნებისმიერი მუსიკოსისთვის ეს დიდი სტიმულია,"-აცხადებს ჯგუფი "არგოს" წევრი გიგა ბუბუტეიშვილი.

ცნობისთვის, მეოთხე წელია, რაც ვანის მუნიციპალიტეტში არსებული მუსიკალური ჯგუფი ''არგო'' მსმენელს საკუთარ შემოქმედებას სთავაზობს. თემა თავისუფალია და ჯგუფის შემოქმედება რომელიმე კონკრეტული სტილითა თუ მიმდინარეობით არ შემოიფარგლება. ჯგუფში ათი მუსიკოსია, რომელთა სურვილია, რომ რეპერტუარი ფართო მასებზე გათვლილი და სასიამოვნო მოსასმენი იყოს.


ნანახია: 2172-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"არგო"-ს წარმომადგენელი გიგა ბუბუტეიშვილი topnews.com.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მათ გამოჩენას ვანელი მსმელენისა და რაიონის
სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში თბილისიდან ჯგუფი LOST IN MUSIC ჩამოვა.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
პროექტ- 'Chekck in Georgia'-ს ფარგლებში, 25 ივნისს, 19:00 სთ-ზე ქუთაისში, რეაბილიტირებულ უბანში (თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორია)
დროებითი ჯგუფი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ ლატარიამ დატოვა.

ამინდი