დუბაიში ორი თვის წინ გარდაცვლილ ქუთაისელ გოგონას სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ
თარიღი : 6-06-2016, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

დუბაიში, 14 აპრილს გარდაცვლილ 25 წლის ნინო სამანიშვილს საკუთარ ქვეყანაში დღეს გადმოასვენებენ. როგორც ოჯხის ადვოკატმა დალი სულაქვლეიძემ topnews.com.ge-ს განუცხადა, გარდაცვლილს დღეს ღამით ბათუმში ჩამოასვენებენ, ამის შემდეგ კი ცხედრის ქუთაისში გადმოსვენება მოხდება.
"ყველანაირი პროცედურის დაცვით და სახელმწიფოს მხრიდან თანხის გადარიცხვით დღეს ბათუმში ჩამოვასვენებთ გოგონას, რომელიც 2 თვის წინ, დუბაიში უცნობმა პირებმა მოკლეს. გადმოსვენებისთვის 8 000 დოლარი იყო საჭირო, რისი საშუალებაც ოჯახს არ ჰქონდა და სახელმწიფომ გადაიხადა," - განაცხადა დალი სულაქველიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისელი გოგონა დუბაიში სამუშაოდ იმყოფებოდა. მას და მის მეგობარს ქუჩაში უცნობი პირები თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ნიმო სამანიშვილი გაგუდეს, გოგონას მეგობარმა კი გაქცევა შეძლო.