Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი უსახლკაროები საცხოვრებელს ითხოვენ

თარიღი : 6-06-2016, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
,,მოგვცენ ბინა და დაგვაკმაყოფილონ საცხოვრებლით,"- განცხადებას ,,ახალი პოლიტიკური ცენტრი- გირჩის" ქუთაისის ოფისში შეკრებილი უსახლკარო სოციალურად დაუცველი პირები აკეთებენ. ათივე მათგანის განცხადებით, წლებია, რაც ისინი საკუთარი საცხოვრებლის გარეშე არიან დარჩენილნი და ერთ ნაწილს ქირით, მეორეს კი მათთვის გამოყოფილ ერთ ოთახში უწევს ცხოვრება.

,,2004 წლიდან ვარ ქირაში. ვცხოვრობთ 5 სული ავანგარდში ერთოთახიან ბინაში. არ ვმუშაობ. ვითხოვ, დაგვეხმარონ და გამოგვიყონ საცხოვრებელი, რათა აღარ მომიწიოს ქირის გადახდა,"- აცხადებს მურთაზ სანიკიძე.

,,დროებით ვართ შესახლებული თამარ მეფის ცხრა ნომერში. არ გვაქს არანაირი პირობები. არ არის წყალი, ელექტრო ენერგია. არ ვიხდით ქირას, მაგრამ რთულ პირობებში გვიწევს ცხოვრება,"-აცხადებს ჟუჟუნა ჩუბინიძე.

როგორც უსახლკაროდ დარჩენილები აცხადებენ, ისინი ადგილობრივ თვითმმართველობასა და ხელისუფლებას წლებია დახმარების თხოვნით მიმართავენ, თუმცა უშედეგოდ.

,,ხშირად მივმართავ ხელისუფლების წარმომადგენლებს. იძახიან დღეს ან ხვალ მოგცემთ საცხოვრებელს, თუმცა შედეგი არ ჩანს. ამასთანავე, დახმარებაც მომიხსნეს,"-აცხადებს მადონა ბიბილეიშვილი.

,,ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის განცხადებით, "გირჩი" ამ ადამიანებს იურიდიული კონსულტაციითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობით ეხმარება. ცამციშვილი თვითმმართველობას მეტი პასუხისმგებლობისა და სერიოზულობის გამოჩენისაკენ მოუწოდებს.

ქუთაისის მერის მოადგილის ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, ტენდერი თვის ბოლოს გამოცხადდება და საცხოვრისით, სავარაუდოდ, მინიმუმ 45 ოჯახი დაკმაყოფილდება, მათი ვინაობაც ტენდერის შემდგომ იქნება ცნობილი.

,,ქუთაისში საბინაო სამსახურის მიერ რეგისტრირებულია 700-ზე მეტი უბინაო ოჯახი. პირველად, 2016 წლის ბიუჯეტში გამოიყო 1 მილიონი ლარი საცხოვრისის მშენებლობისათვის. ამ წლის განმავლობაში ქუთაისში თითქმის ყველა დეველოპერს შევხვდით. 2017 წლის თებერევლამდე კი მივიღებთ პირველ საცხოვრისს ქუთაისში, რომელშიც სოციალურად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები იცხოვრებენ,"-აცახდებს მიქიაშვილი.

ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ უსახლკაროდ მყოფთა რაოდენობა 700-მდეა, თუმცა თავად უბინაოდ მყოფთა თქმით, მათ მდგომარეობაში 900-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.



ნათია სვანიძე


ნანახია: 1830-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რამდენიმე წელია, რაც ჭულუხაძე ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს. მისივე თქმით, საცხოვრებელი სახლი მეწყერსაშიშ ტერიტორიაზეა და მისი
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით უნდა მიმართოს.
მამაკაცი წლებია დამწვარი სახლის ნანგრვებში ცხოვრობს, თუმცა სოციალური შემწეობა მას არასოდეს ჰქონია.
სოციალურად დაუცველი ოჯახების განცხადებით, მათ დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი
თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
"გირჩი" თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანების მძიმე პირობებზე საუბრობს.

ამინდი