Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ზედმეტი ორი ლარი რაში უნდა გადავიხადო, ყავა მომიდუღე თუ რა მომემსახურე?"

თარიღი : 6-06-2016, 12:24 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართელო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან გამართულ ბრიფინგზე საბანკო სისტემაში არსებული მონოპოლია გააპროტესტა. წულაიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არსებული მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდა.

"ყველა ბანკს მონოპოლიურად აქვს სისტემები. მაგალითად, "ლიბერთი ბანკს" პენსიები და ციხეებში ფულის გადარიცხვა აქვს აღებული. "თი ბი სი" ბანკს სხვა მიმართულება აქვს და ასე შემდეგ. ეწევიან ადამიანების გატყავებას. მომსახურეობის სააგენტოში მანქანის გაფორმებაზე 72 ლარი უნდა გადაიხადო. აქედან 2 ლარი ბანკს მიაქვს მომსახურების საფასურად. კი მაგრამ რა მომემსახურე, ყავა მომიდუღე? პატრულის ჯარიმას ბოლო დღეს ვერსად გადაიხიდ. "ლიბერთი" ბანკში უნდა მიხვიდე და 12 ლარი გადაიხადო 10 ლარიან ჯარიმაზე. ასე მიდის ხალხის გატყავება. მივმართავ ეროვნული ბანკის მმართველს, რომ კეთილი ინებოს და დაინტერესდეს ამ მდგომარეობით," - აცხადებს გოგი წულაია.


ნანახია: 3226-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტია 'თავისუფალი საქართველო'-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიას სისხლის სამართლის დანაშაულში
გოგი წულაიამ პარკირების თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბანკების 2017 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.
„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის მერიას ბიუჯეტის თანხების რაციონალური ხარჯვისაკენ მოუწოდებს.

ამინდი