Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ინოვაციური იდეების კონკურსი დაიწყება

თარიღი : 5-06-2016, 15:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციური იდეების კონკურსი ATSUHACK 17 ივნისს დაიწყება.

მარათონის მონაწილეები 48 საათის განმავლობაში სხვადასხვა (hardware & software) ტექნოლოგიის გამოყენებით ახალ, ინოვაციურ იდეებზე იმუშავებენ. პროექტი 19 ივნისს დასრულდება და მასში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. მონაწილეები 48 საათის განმავლობაში იმუშავებენ ახალი ინოვაციური იდეების შექმნაზე.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართვა და მათი შესაძლებლობების გამოვლენაში ხელის შეწყობაა.

ATSUHACK აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინიციატივო ჯგუფის მიერ სტუდენტური თვითმმართველობის, ქუთაისის მერიის, FABLAB_ATSU, IHUB თბილისი, საქართველოს ინოვაციებისა და ტენოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 2 ივნისიდან და 12 ივნისამდე გაგრძელდება.

პროექტს ეყოლება სამი გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გამოავლენს ჟიური. შესაბამისად გადანაწილდება საპრიზო ფონდი 8 000 ლარი (I - 4000 ლარი, II - 2500, III - 1500 ლარი).


ნანახია: 2274-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თამარ მეფის N59) პროექტი ATSUHACK_ი იწყება.
პროექტი, რომლის საპრიზო ფონდი 8 0000 ლარს შეადგენს, 19 ივნისს დასრულდება. პროექტის შედეგად კი 3 გამარჯვებული გამოვლინდება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას პროექტში ჩართვა სტუდენტებმა შესთავაზეს.
48 საათის განმავლობაში მიმდინარე ჰაკათონის შედეგად, 12 პროექტი შეიქმნა.

ამინდი