Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კვირის მოვლენების იუმორისტული შეფასება რუბრიკაში 'ჩემი აზრით'

თარიღი : 5-06-2016, 12:29 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია "ექსტრა მითი"-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკას "ჩემი აზრით".

აღნიშნულ რუბრიკაში ჟურნალისტი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს იუმორისტული კუთხით შეაფასებს. კონკრეტულად რას უნდა ელოდოს დაინტერესებული აუდოტირია, რუბრიკის ავტორი თავად განმარტავს:

"საინფორმაციო სააგენტო „ტოპნიუსთან“ ერთად ვიწყებ „დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკას „ჩემი აზრით“ . სათაურიდან ბევ რამეს გაიგებს გონებამახვილი მკითხველი (არასრული საშუალო სკოლის განათლებაც საკმარისია). პირველ რიგში ის, რომ რუბრიკის ავტორი დათო ლიკლიკაძე იქნება, მეორე ის, რომ კვირის ბოლოს გამოქვეყნდება და მესამეც, რა დასამალია და ჩემი ნააზრევი იქნება გადმოცემული. აქვე მინდა გაუწყოთ, რომ ეს აზრები არ იქნება კატეგორიული, წინასწარ გამიზნული და აკვიატებული ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ.

ერთი სიტყვით, დღეიდან ვაბნევ აზრებს და იმედია, არა ჩემს მკითხველს. მე როგორც ჟურნალისტს, არც მთლად ახალგაზრდას და არც მთლად ხნიერს, თავი (აკაკის არ იყოს) შუა კაცი მგონია. „არც მიწის“ ვიქნები და „არც ცისა“. თუ სადმე უნდა გადავიხარო მაინც „ცისა“ მირჩევნია.

საკვირაო ფიქრები იქნება პოლიტიკოსების თაობაზე... თუ უთაობაზე...

სამოქალაქო განათლებასა და სხვადასხვა ღირებულებებზე, ოღონ ჭკუას არავის დავარიგებ! (სად მაქვს მაგდენი ჭკუა ასე რომ დავარიგო და დავაბნიო).

ჩემი ფუნქცია ყველა შემთხვევაში „დასტუკება“ იქნება. გახსოვთ ბავშვობაში როგორ ვასტუკებდით ერთმანეთს? – „სტუკ, სტუკ, დაგასტუკე, დაგასტუკე!“, მაგრამ მანადე იყო „დაგინახე, დაგინახე...“. ჰოდა ასე, მომავალ კვირამდე და მოვლენების იუმორისტულ ანალიზამდე გემშვიდობებათ თქვენი დათო ლიკლიკაძე".

ცნობისთვის, კომპანია "ექსტრა მითი" კვების პროდუქტების მწარმოებელი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ევროპული ხარისხის საწარმოა. "ექსტრა მითში" წარმოება 3 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ხორცპროდუქტები; თევზის პროდუქტები; ნახევარფაბრიკატები. კვების პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი მაღალხარისხიანი 100-მდე დასახელების ნატურალური პროდუქტით საპატიო ადგილს იკავებს კონკურენტებს შორის.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა ძვირადღირებულმა დანადგარებმა, საზღვარგარეთ კვალიფიცირებულმა ტექნოლოგებმა, საქმისადმი ერთგულმა თანამშრომლებმა, სწორად წარმართულმა საწარმოო პროცესმა და მართებულად დაგეგმილმა მენეჯმენტმა კომპანიას უმოკლეს ვადებში მიაღებინა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები, როგორიცაა: HACCP,ISO-9001, ISO -22000.(HACCP - საერთაშორისოდ აღიარებული საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის სტანდარტი; ISO-9001 საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი. ISO -22000 საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი).

აღნიშნული სერტიფიკატების საფუძველზე, „ექსტრა მითი“ შედის საქართველოს მასშტაბით კომპანიათა იმ ოთხეულში, რომლებიც საერთაშორისო ხარისხსა და სტანდარტს აკმაყოფილებს კვების პროდუქტების წარმოებაში.

პროდუქციის ხარისხზე მეტყველებს ასევე არაგენმოდიფიცირებულობის გარანტი NON GMO.

კომპანია მომხმარებლის ნდობის შესანარჩუნებლად კვლავ აქტიურად განაგრძობს არჩეული პრინციპებითა და სტანდარტებით მუშაობას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღ პროდუქტთან ერთად.


ნანახია: 4842-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია "ექსტრა მითი"-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის საკვირაო

ამინდი