Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"პარლამენტის ქუთაისში ყოფნა ბინის გაქირავებას და რესტორანში მეტ კაცს არ ნიშნავს"

თარიღი : 30-10-2013, 12:08 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
საქართველოს პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრეებმა დღეს, პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს და ქალაქში მაცხოვრებლებს მოუწოდეს პარლამენტის ქუთაისში დარჩენისათვის გააქტიურდნენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ფუნქციონირება მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ორიენტაციის ინტერესებს არ წარმოადგენს.
„აუცილებელია თითოეულმა ქუთაისელმა მიიტანოს გულთან ეს საკითხი,“ - ამბობს ასოციაცია „ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ პრეზიდენტი მაკა ხეცურიანი.
მიმდინარე თუ მომავალ კვირაში განიხილავენ დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილს, რომლის მიხედვით პარლამენტის ადგილმდებაროება კონსტიტუციით არ განისზღვრება , ეს დღეს, ბიუროს სხდომაზე გაირკვევა.
„როდესაც პარლამენტი ქუთაისიდან გადავა, ჩვენ მოკლე ხანში დავინახავთ, რომ ამ ქალაქს სხვა არანაირი ფუნქცია არ აქვს. პარლამენტის ქუთაისში ყოფნა ბინის გაქირავება და რესტორანში მეტი ხლახის სხდომა არ არის. რას ნიშნავს როდესაც შენი ქალაქი პოლიტიკური ცენტრია, თუ ამას ვერ ხვდება ადამიანი, მაშინ რაზეა ლაპარაკი. არ შეიძლება ყველაფერი თბილისში იყოს. ეს საკითხი ძალიან ცუდად მოუბრუნდება იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტის გადატანას მხარს დაუჭერენ,“ - ამბობს აქციის მონაწილე, ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.
აქციის ორგანიზატორის ირაკლი გვალიას თქმით, როდესაც პარლამენტის გადატანის საკითხო დღის წესრიგში დადგება, მას საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათსობით ქუთაისელი გააპროტესტებს.


ნანახია: 3055-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების მოწინააღმდეგეები ხვალ, 11:30 საათზე საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან, ქალაქში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიისა და სტატუსის მქონე ადამიანები ქვეყნის
გამოკითხულთა 50% პარლამენტის თბილისში გადატანას უჭერს მხარს. ასევე, 50% საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დარჩენის მომხრეა.
http://constitution.ge/-ზე მიმდინარე გამოკითხვაში ამ დროისათვის 3 250-მა მოქალაქემ მიიღო.
პარლამენტის ადგილმდებარეობა რეგლამენტით დარეგულირდება და არა კონსტიტუციით.
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანას აპროტესტებენ.

ამინდი